როცა მებადურს ნავი უტყდება,
გასროლილ ბადეს თოკი უწყდება,
როცა სიყვარულს ბზარი უჩნდება,
როცა ოცნება არ გისრულდება ,
მაშინ შეგიპყრობს სევდის მორევი
და განწირული მოითხოვ შველას,
მარტო იქნები მღვრიე მორევში,
თოკის მსროლელი არ გეყოლება,
მაშინ ახედავ ცას სველი თვალით,
შენი ცრემლები ზღვას შეერევა
მაგრამ მშველელი თოკის მსროლელი ,
არსად იქნება არ გეყოლება.