statusebi
ამბობდი, რომ ყველაზე მეტად გიყვარდი. გახსოვს? აი, მე კი მახსოვს.
არ ვამბობ, რომ ცუდი ხარ. შეიძლება, რომ მეც ესეთი ვარ. მაგრამ არ მინდა ვიყო მეორე ადგილზე ისევე როგორც პირველზე, თუ მაინც გყავს ვიღაც მეორე.
მზად ვიყავი ცეცხლში გამოგყოლოდი. მზად ვიყავი მიზეზების გარეშე შემეყვარებინე. მზად ვიყავი ამეტანა ტკივილი შენი გულისთვის. ახლა კი საუკეთესო გავხდები, მაგრამ შენი საკუთრება აღარ ვიქნები.
გამათბობლები ჩართეს. როგორც იქნა ხელებს გავითბობ! მაგრამ გულში მაინც სიცივე დამრჩება...
ნამდვილ ტკივილს მაშინ იგრძნობ, როდესაც დედას დაკარგავ. ტკივილი არ არის ის, რომ შეყვარებულმა მიგატოვა ან დაქალმა შენზე იჭორავა. მათ რა დალევს! მაგრამ აი დედა მხოლოდ ერთადერთია და მას გაბრთხილება სჭირდება.
მაშინ ხდები "დიდი", როდესაც უღიმი იმას, ვინც დიდი ტკივილი მოგაყენა.
- 2 წლის შემდეგ, ჩვენ კვლავ შევხვდებით! ნახავ, თუ როგორი გავხდი, ჩამხედავ ბედნიერ თვალებში და აი, მერე ვნახავთ რომელს ეტკინება ჩვენს შორის.
...და რაღაც მომენტში, ხვდები, რომ ყველაფერი ისე არ იქნება როგორც იყო.
ვინ თქვა, რომ დრო ტკივილის მკურნალია? ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვეჩვევით ამ ტკივილს, ვსწავლობთ, თუ როგორ უნდა იცხოვრო მასში და შემდეგ ის ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება.
თუ ადამიანი ძლიერია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ სტკივა.
ასე დაიწყო ყველაფერი. და დამთავრდა...
მოგიყვებოდი ეხლა, თუ რას ვგრძნობ. მაგრამ უკვე აღარაფერს ვგრძნობ.
როდესაც დათმობაზე მიდიხარ საყვარელი ადამიანისთვის და ფეხს აბიჯებ შენს პრინციპებს, იყავი მზად იმისთვის, რომ ის ადამიანი დაგაბიჯებს თვით შენ.
ნეტავ შემეძლოს იმ დროის დაბრუნება, როდესაც შენ გულწრფელი იყავი, მე კი ბედნიერი.
ტკივილს, რომელსაც დღეს გრძნობ, ხვალე სიძლიერედ გადაიქცევა.
ნუ დაიმცირებ თავს. უბრალოდ წადი, რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს.
სადღაც ერთი წლის მერე, ამაზე სიცილს დავიწყებ. მაგრამ დღეს, მე მტკივა...
მტკივნეულია იმის დაკარგვა, ვისზეც გვეგონა, რომ ამდენი ხანი ვეძებდით...
პირდაპირ გულში... ვინ გასწავლა ასე?!
არც ისე გეშინია იმისი, როდესაც გაგდებენ... გეშინია იმისი, რომ არ რეკავენ, არ გწერენ, გივიწყებენ, არ იმჩნევენ და ამბობენ რომ ყველაფერი კარგადაა. აი, ეს კი ნამდვილად მტკივნეულია.
უდიდეს სიძულვილს მათ მიმართ განვიცდით, ვინც შეძლო ჩვენს გულთან შეხება, შემდეგ კი ჩაფურთხება.
ვამბობთ, რომ ყველაფერი კარგადაა მაშინ, როდესაც ყველაფერი უარესადაა, ვიდრე ეს შესაძლებელია. ვრთავთ მუსიკას, როდესაც გვეშინია სიჩუმის. ისეთ "სახეს" ვიღებთ, თითქოსდა ბედნიერები ვართ. მაგრამ სულ ცოტაც და სულიერი ტკივილი გულს ნაკუწებად აქცევს... აუტანელი ტკივილია.
სისასტიკეა, მიატოვო ადამიანი ყველანაირი ახსნის გარეშე. უბრალოდ გაქრე. ჩუმად წახვიდე და დატოვო ადამიანი ასეულობით კითხვის პირისპირ, რომლებიც ბრიტვასავით მწარედ ჭრიან და რომლებზეც პასუხის გაცემა არ შეგიძლია.
ჩაიხედე ჩემს სულში. გარწმუნებ, იტირებ.
მოითმინე, სულ ცოტა მოითმინე. ის მაინც "გატყდება" უშენოდ. შენ კი, გამაგრდი... შენ ხომ ჭკვიანი ხარ.
პატიება - კარგია. დავიწყება კი საუკეთესო.
ვინც იტანჯებოდა, ის არ დაივიწყებს.