-ლევან ვერ მოვალთ დღეს !
-რატო, რა მოხდა? დეა ხომ კარგადაა ?
-კი უბრალოდ გაცივდა და წევს.
-მივეცი ჩემი კურტკა და არ ჩაიცვა, არც ჩემეხუტა რომ გამეთბო! წამლები დალია ? სიცხე რამდენი აქვს ?
-ლევან რა გჭირს, ბებიამისს არ უკითხვას მაგდენი ! ისე რო რამე მე დეასთან ვარ და ესმის შენი ფეთიანობა.
-ნუ გეშინია ბარტყი მოვალ!
ტელეფონი გავთიშე და დეასკენ წავედი, მანმდე ბევრი ხილი, შოკოლადი ვიყიდე. პატარა დათუნიაც საჩუქრად. მასთან რომ მივედი მისი მშობლები სახლში არ იყვნენ, ნათალუსამ გამიღო კარი, საჩუქქრები მას მივეცი, დეას ოთახში რომ შევედი და დამინახა თავი საბანში შეყო და იქიდან გაიძახოდა.
-ლევან გადი ასე ვერ დაგენახები მოუწესრიგებლად.
-აწი გოგო თავი, მე ეგეთიც მიყვარხარ !
-ნატა უთხარი რამე რა !
-კაი გავტრიალდი დეა ამოიღე თავი თორე გაიგუდები !
თავი ამოყო და მე დამინახა, გაბრაზდა და გვერდით ტუმბოზე პატარ დათუნია რომელიც მშვიდად იდო თავისთვის, მესროლა. მე კიდე ჩემი დავაძრე და გავუწოდე, მადლობა მომიხადა და ჩვეული ღიმილით დამაჯილდოვა.
დეა რომ მოვინახულე სახლში არ წავედი, დედასთან მივედი. მეფერებოდა მე კიდევ ორი წლის ბავშვივით მას მივეკარი და ვუსმენდი მის მონოლოგს.
-სიცოცხლე ძილია, მისი სიზმარი კი სიყვარულია, თუ გყვარებია ესიგი გიცოცხლია.ეს არის ადამიანის დაუძლეველი მოთხოვნილებაიპოვოს მეორე, რომლისკენაც მიისწრაფის . იცი შენ რა გამბედავი ბიწი მყავხარ დე ? უფსკრულის კიდეზე მიდი, რომ ის ყვავილი მოგწყვიტა, რომელსაც სიყვარული ჰქვია, მაგრამ ეს იცოდერომ ეს გრძნობა ძლიერია როგორც სიკვდილიდა მსხვრევადი როგორც მინა, მას ყველა ასაკი უსიტყვოდ ემორჩილება და ყოველი დაბრკოლების დაძლევა მას უფრო და უფრო აძლიერებს!
-დე გადმოდი ჩემთან !
-შენ ეს ნამდვილად გინდა ?
-კი ძალიან დღესვე წამო ჩემთან!
-თუ ეს ჩემ ბიჭს სურს.
დედა ჩემთან წამოვიყვანე, დერეფანი ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახა, მოეწონა დეაც და დერეფანიც. სახლი მიმილაგა და ძილის წინ მაკოცა. მიხაროდა ჩემში ის ცუდი ლევანი დავამარცხე, რომელიც ყველას ეზარებოდა და ეს მომწოდა ჩემში.
დრო...