მხოლოდ შენ...
ნია ლამაზი და საყვარელო გოგონა იყო, საშუალო სიმაღლის, გრძელი შავი თმით და მწვანე თვალებით.
როგორც ავღმიშნე ნიას შეხედულებები შეეცვალა და ახლა იგი არ იყო იმით კმაყოფილი რაც გააჩნდა, სურდა რაიმე ახალი და სასიამოვნო მომხდარიყო მის ცხოვრებაში და ყოველი დღე ამაზე ფიქრითა და უფალთან საუბრით იწყებოდა. ნია შესთხოვდა უფალს მის ცხოვრებაში მომხდარიყო რაიმე ახალი და კარგი რაც შეცვლიდა მის ერთფეროვან ცხოვრებას. ამაზე ფიქრმა ნია ძალიან შეცვალა, იგი თითქოს არ ეკონტაქტებოდა მეგობრებს ისე ხშირად როგორც ადრე, აღარ იყო ძველებურად მხიარული და ცხოვრებით სავსე. იგი თავის ფიქრებს და გულის ნადებს მხოლოდ ნათას უზიარებდა რომელიც რა თქმა უნდა მას რჩევებს აძლევდა.
ნია 17 წლის იყო და მას ჯერ შეყვარებული არ ყოლია. იგი აკვირდებოდა თავის თანატოლებს რომლებსაც შეყვარებულები ყავდათ და ბედნიერები იყვნენ მათთან ერთად, ნიასაც უნდოდა სწვეოდა ეს როგორც ამბობენ ლამაზი და ძლიერი გრძნობა, რომელსაც სიყვარული ჰქვია, იგი დარწმუნებული იყო, რომ ეს გრძნობა და შეყვარებული ყველაფერს შეცვლიდა მის ცხოვრებაში. ნია რომანტიკოსი იყო, იგი ხშირად წარმოიდგენდა ხოლმე თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო მისი შეყვარებული. რამდენიმე ბიჭი ეფიცებოდა სიყვარულს, მაგრამ ნია მათ ყურადღებას არ აქცევდა და თავიდან იშორებდა, რადგან არც ერთი არ იყო იმის მსგავსი რომელსაც ის წარმოსახვაში ხატავდა ხოლმე.
ერთ დღეს ნია ჩვეულებრივ სკოლიდან დაბრუნდა, გაკვეთილები დაამზადა. მეცადინეობას ადრე მორჩა და გადაწყვიტა სასეირნოდ წასულიყო, ოღონდ მარტო და დაფიქრებულიყო ყველაფერზე რაც მის თავს ხდებოდა. მან ბევრი იარა, ბევრი იფიქრა, მაგრამ თავში ყველაფერი აერია. იგი ჩაფიქრებული მიდიოდა და ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა. უეცრად ნია თვალისმომჭრელმა ნათებამ გამოიყვანა ფიქრებიდან და მაშინვე გონება დაკარგა.