მე ვარ ვამპირი
ვიცი, ვიქნები მარად წყეული,
ჩემთვის უცხოა ვნება და შიში,
მტაცებელია ჩემს ველურ სისხლში...
"ღამეა" ჩემთვის ხანა რჩეული,
მაშინ იღვიძებს ჩემში გრძნეული,
წყვდიადში ისმის ბოდვა და კვნესა,
მჩვევია სისხლით ეშვების მოსვრა...
აჩრდილთა ჯარი მიყურებს შიშით,
როცა დავცურავ მე მსხვერპლთა სისხლში...
სუფთა გოდება, ცრემლი დაღვრილი,
ღამის ზმანება არის ნამდვილი...
ილუზიებსაც არ აქვს ნაპირი,
გამოგიტყდებით, მე ვარ ვამპირი