–ვაიმეე საბაააა.. ვინმემ გვიშველეეთ .. ირაკლი რა სჭირს ირაკლი?
–დაწყნარდი ანი! მაცადე ერთ წამს ...
ირაკლი საბასთან მივარდა, მუხლებზე დაეცა, თავი ააწევინა და კალთაში ჩაიდო..
–საბა რა გჭირს ძმაო ... გაახილე რა თვალი საბაა ! კაი ტოო მე მიკეთებ ამას?
არ ვიცოდი რა მეკეთებინა. ერთ ადგილზ ევიდექი გაშეშებული. სახეზე ხელები ავიფარე და თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა. ახლოს მისვლაც კი არ შემეძლო. ვიდექი გაშეშებული და ვაკვირდებოდი ირაკლის... ყველა ორგანო გამეყინა. ვგრძნობდი , რომ გონებას ვკარგავდი, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად საბას და ირაკლის მე ვჭირდებოდი.. უეცრად ირაკლის ხმამ მაგმომაფხიზლა ...
–ანი მოდი აქ დამეხმარეე.. ანი ! ანიიი ! გესმის ჩემი ?
–ხო ხო !
–მოდი აქ მომეხმარეე ..! დაჭრილია, თავიდან სისიხლი მოსდის, ეტყობა რაღაც ჩაარტეესს....
უცებ მივირბინე საბასთან და ირაკლისთან და მეც ირაკლის გვერდით ჩავიმუხლე ..
–თავი კალთაში ჩაიდე და მე სასწრაფოში დავრეკავ ...
ირაკლის შევენაცვლე ... საბას თავი კალთაში ჩავიდე და გულზე ყური დავადე. გული უცემდა , მაგრამ გონზე არ მოდიოდა. ძალიან მეშინოდა. ვერ გამეგო რა სჭირდა . ნასვამს ნამდვილად არ გავდა , თავქვეშ ხელი ამოვუდე, ხოლო როცა გამოვიღე და დავაკვირდი , დავინახე , რომ ხელი მთლიანად სისიხლიანი მქონდა ...
ჩუმად ჩურჩულებდი :
–საბა ! გაახილე რა თვალი. რა დაგემართა ? საბა ! საბააა .... არ გაგვიკეთო ეს არც მე არც ირაკლის....
უეცრად ჩვენს გარშემო უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი , უამრავი შეძახილი ისმოდა. ზოგი ჭკუაზე გვარიგებდა, ზოგი კამათობდა , ზოგი კი უაზრო ვარაუდებს წარმოთქვამდა იმის შესახებ რა შეიძლება დამართნოდა საბას...
ირაკლი მომიახლოვდა და მითხრა:
–სასწრაფოს დავურეკე .. მალე მოვლენ....
–კარგი ! ნეტა რა შეეემთხვა . ნეტა რა სჭირს ?
–არ ვიცი ანი , მაგრამ მემგონი დაახლოვებით ვხვდები?
–რას ხვდები?
–რას და ,,,,
უეცრად რეანომობილის გამაყრუებელი ხმა მომგვესმა .. ჩვენთან ახლოს გაჩერდა და იქიდან 2 თეთრხალათიანი ექიმი გადმოვიდა. მესამემ კი საკაცე გაამზადა ..
–მიგვიშვით ავადმყოფთან მიგვიშვიით . გამოწეით თუ შეიძლება !
მე და ირაკლი განზე გაგვწიეს და საბა საკაცეზე მოათავსეს ...
–ჩვენც წამოვალთ ..
თქვა ირაკლიმ
–თქვენ ვინ ბრძანდებით?
–მეგობრები..
–ოჯახის წევრები ან ნათესავები?
–აქ არ არიან...
–აქ ჩაჯდმოის უფლება მხოლოდ ყველაზე ახლობელ ადამაინებს შეუძლიათ
–ახლა მას ჩვენზე ახლობელი არავინ ყავს...
წამოვიჭერი უცებ, ცოტაც და ყვირილს ავტეხავდი , მაგრამ ირაკლიმ ხელი მომიჭირა და ექიმ ქალბატონს მოკრძალებულად სთხოვა ,
–ძალიან გთხოვთ , იქნებ დაგვრთოთ ნება და საბასთან ერთად ჩვენც წაგვიყვანოთ..
–კარგით კარგით !
სასწრაფოს მანქანაში ავედით და საკაცის გევრდით დავიკავეთ ადგილები.. მთელი გზა მიშტერებული ვიყავი საბას გაფითრებულს სახეს და ცრემლები მსდიოდა.. ირაკლიმ ჩემი ხელი თავის ხელებში მოიქცია , მომიჭირა , ცრემლიანი თვალებით ამომხედა და მითხრა !
–არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება !
საკაცე სწრაფად შეარბენინეს საავადმყოფოში ... მე და იარკლი ფოიეში ვილოდებოდით.. მე სკამზე ვიჯექი, საბა კი ნერვიულად დააბიჯებდ ა აქეთ იქით ... თეთრ მისაღებში სიჩუმე სადგურებდა. ხანდახან თუ დაარღვევდა მას , ექთნის ხმა , როცა ვიღაცას მიიღებდა ან კარში აცილებდა
ბოლოს ირაკლი მოვიდა და გევრდით მომიჯდა ...
–როგორ ფიქრობ მამამისს უნდა დავურეკო?
–მამაა და უნდა იცოდეს მგონი !
–იქნებ არ არის არაფერი სერიოზული !
–მართალი ხარ. მაშინ დაველოდოთ ექიმი რას იტყვის !
–ხო.. საბა ძლიერი ბიჭია. ყველაფერს გაუძლო და ამასაც გაუძლებს . განა რა უნდ აიყოს ისეთი.
–წეღან მითხარი მემგონი ვიცი რაც მოხდაო , ბოლომდე ვერ მოასწარი თქმა და იქნებ ....
–ხო ... მე ისევ იმ ბანდისკენ წავედი. დაზუსტებით არ ვიცი , მაგრამ ვფიქრობ რევანშის გამო რომელიმე მათგანი იქნებოდა.
–შეიძლება მართალი ხარ !
ამის შემდეგ არცერთს ხმა აღარ ამოგვიღია .. მისაღების საათი 9 საათს გვიჩვენებდა.
უეცრად თეთრი კარი გაიღო და იქიდან ერთი მაღალი შავგვრემანი , თეთრხალათიანი მამაკაცი გამოვიდა , გევრდით კი მომცრო ტანის ქერა ექთანი მოყვებოდა ... მე და ირაკლის მოგვიახლოვდა. მშვიდი და დაბალი ხმით გვკითხა ...
–თქვენ ბრძანდებით საბა ბერიძის ახლობლები?
მე და ირაკლი უცებ წამოვცვივდით სკამებიდან . ირაკლიმ კი ნერვიულა დუპასუხა ..
–დიახ ჩვენ ვართ ..
–მისი მშობლები ?
–იცით დედა დაღუპული ყავს , ხოლო მამა თბილისშია , მაგრამ თუ აუცილებელია დავრეკავ და ,,,
–არა არა არ არის საჭირო . საბა სრულწლოვანია და ისედაც მოგვარდება ყველაფერი ... თქვენ?
–დიახ მეც საბას ტოლი ვარ..
–ძალიან კარგი , რამე რომ იყოს თქვენც შეძლებთ საბუთებზე ხელის მოწერას , როგორც მისი ზედამხედველი და მასზე პასუხისმგებელი?
–დიახ რა თქმა უნდა...
–ექიმო იქნებ გვითხრათ რა ხდება?
ვეღარ მოვითმინე და ხმამაღლა წარმოვთქვი ჩემი სიტყვები,,,სამივემ მე გადმომხედა...
–დაწყნარდით გენაცვალე. სანერვიულო არაფერია.. მსუბუქი ტვინის შერყევაა.. , როგორც ჩანს თავში რაღაც აქვს ჩარტყმული ,
–იქნებ დავარდა უბრალოდ და თავი დაარტყა?
ვკითხე ექიმს და მოუთმენლად დაველოდე მის პასუხს.
–არა შეუძლებელია. გამოკვლევების მიხედვით ვერაფერი აღმოვაჩინეთ იმის დასამტკიცებლად , რასაც შეიძლება გულის წასვლა გამოეწვია , თქვენ კარგ დროს მიუსწარით. სისხლდენა უცებ შევაჩერეთ ....
ქერა თმიანმა ექიმს ახედა და წყნარად კითხა ,,
–პოლიციის ჩარევა , ხომ არ იქნება სავალდებულო?
–ეს საბას გადასაწყვეტია უკვე. დაველოდოთ მის გამოფხიზლებას... ნახევარ საათში ნარკოზიდან გამოვა და შევძლებთ მასთან გასაუბრებას...
–და ექიმო ჩვენ , როდის შეგვეძლება მისი ნახვა?
–როგორც კი გამოფხიზლდება ექთანი გეტყვით და მასთან შეგიყვანთ ... ახლა კი უნდა დაგტოვოთ თქვენის ნებართვით ..
–კარგით ! დიდი მადლობა !
–არაფრის..
ექიმმა და ექთანმა დაგვტოვეს თუ არა მე და ირაკლი ერთმანეთს გადავეხვიეთ..
–ვიცოდი , რომ გამოძვრებოდა , და სეიოზული არაფერი ქინებოდა. ჩემი ვაჟკაცი ძმა...
–რა მოითმენს ნახევარი საათი !
–ხო მართალია ! გინდ სასადილოში ჩავიდეთ?
–არა ახლა მე მაინც ვერაფერს შევჭამ , მაგრამ შენ თუ გინდა ჩავიდეთ !
–წამოდი ყავა დავლიოთ . ცოტა აზრზე მოვიდეთ ..
–კარგი წავიდეთ !
სასადილოში ჩავედით. ორი ყავა ავიღეთ და მაგიდას მივუსხედით !
ღრმად ამოვისუნთქე და ირაკლის ავხედე.. მხოლოდ ახლა შევამჩნიე , როგორ ჩასწითლებოდა თვალის გუგუები ...
–როგორ გვანერვიულა!
–ხო .. აი იმათი აგკეთებული , რომ იყოს დას ვფიცავარ , ვიპოვი და ...
–არა არა ირაკლი... აღარ არის მგონი სავალდებულო.. ახლა ბარი ბარში ხართ და საკმარისია . მაინც და მაინც უარეს შარში გინდა გაეხვათ? ეს არ კმარაა? ხომ ხედავ საბამ სადაც ამოყო თავი .. თან ამაში თავს დამნაშავედ მივიჩნევ ,,
–კი მაგრამ შენ რატომ?
–იმიტომ , რომ ჩემს გამო დაარტყით.
–ხომ არ დაგავიწყდა საერთოდ იქ რატომ ვიყავით?
–ხო , მაგრამ ხომ შეიძლება ისე უბრალოდ საუბრით მოგეგვარებინათ.
–კაი რა ანი.. როდის ერთხელ მოგვიგვარებია მსგავსი რაღაცეები საუბრით .. ხო ისე კაი იდეა იქნებ ლუდზეც დაგვეპატიჟებინა და სახლამდეც მიგვაცილებინა ....
–კაი ნუ ლაპარაკობ მასე,, უბრალოდ არ არის საჭირო დამიჯერე,
–მაგაზე საბა , რომ გაიღვიძებს მერე ვილაპარაკოთ . თან შენი გარევა რა საჭიროაა..
ხმა ღარ ამომიღია.. გულში ვფიქრობდი და ვთვლიდი , რომ უკეთესი იქნებოდა თუ ეს ამბავი აქ დასრულდებოდა ....
მოულოდენელად სასადილოს კარი გაიღო და ის ქერათმიანი ექთანი შემოვიდა , ჩვენი მაგიდისაკენ გამოემართა , ახლოს მოვიდა და გვითხრა..
–საბამ გაიღვიძა და თქვენს ნახვას ითხოვს ,,
უცებ წამოვდექით მე და ირაკლი, ექთანს უკან გავყევით ,თეთრი დერეფანი გავიარეთ და ერთ კართან შევჩერდით .
–აი აქეთ მობრძანდით ...
კარი გამოაღო და პალატაში შევედით ! საწოლზე გაშეშებული საბა დავინახე,, თავი ოძნავ გაამოძრავა , ნელა მივუახლოვდი და საწოლის გევრდით სკამზე ჩამოვჯექი...
–საბა ,, როგორ ხარ?
–ანი !
მძიმედ წარმოთქვა და გამიღიმა ...
–იკუშ ძმაო ..
–რა დაგემართა ტოო? ასე უნდა შეგეშიინებინეთ?
–თქვენ საიდან გაიგეთ ?
–ჩვენ გიპოვეთ ქუჩაში ...ირაკლი გამომყვა წერილის გასაგზავნად..
–წერილის? ისევ გიორგისგან?
–ხო.. რომ გამოვედით დაგინახე და,,,,
–საბა ძმაო რა მოხდა?
–არ ვიცი ირაკლი... ბარიდან გამოვედი და უცებ ვიღაცამ თავში რაღაც მძიმე ჩამარტყა.. მერე კი არაფერი მახსოვს ...
–ხომ არ ფიქრობ რომ ისნი იყვნენ?
–კი ვფიქრობ , მაგრამ ასე უბრალოდ ხელს ვერ დავადებ .
–მართალი ხარ საბა..
სიხარულით წარმოვთქვი , შევხედე და გავუღიმე , თითქოს მის გადაწყვეტილებას ვაქებდი !
უცებ კარი გაიღო და ისევ ის შავგვრემანი ექიმი შემოვიდა მე და ირაკლის თვალი გადაგვავლო და საბას მიმართა კითხვით :
–აბა ბატონო საბა თავს როგორ გრძნობთ?
–თავი მტივა ცოტა და თავბრუ მეხვევა
–მსუბუქი თვინის შერყევა მიიღეთ ..
–როდის გაგვატანთ საბას?
–დღეს არა რა თქმა უნდა. ხვალ დილით შეგეძლება სახლში წახვიდე. ახლა კი უნდა დაიძინოთ. ექთანი შემოვა და დამამშვიდებელს გაკგიკეთებთ .. თქვენ კი შეგიძლიათ სახლში წავხვიდეთ და დაისვენოთ .. საბას ხვალ დილით მოაკითხეთ ...
მე და ირაკლი საბას დავემშვიდობეთ და პალატა დავტოვეთ .
–ანი მე დავრჩები. შენ ტაქსით გაგიშვებ სახლში,
–მეც ვრჩები !
–არა ანი შენ სახლში წახვალ !
–მინდა, რომ დავრჩე..
–ანი ! არა ! ვსო გადაწყდა !
–კარგი კარგი,
უკმაყოფილოსახე მივიღე , თუმცა ირაკლი არავითარ შემთხვევაში არ გადაიფიქრებდა... ქვევით ჩამაცილა . ტაქსი გამიჩერა , ფული გადაუხადა და სახლში გამომიშვა...
სახლში შესვლისთანავე, ჩემს ოთახში ავირბინე. შხაპი მივიღე და დასაწოლად ვაპირებდი გამზადებას , როცა უეცრად მობილურის ხმა გავიგე... ტელეფონთან მივირბინე. დედაჩემი რეკავდა...
–ხო დე!
–ანი შვილო...
დედაჩემის ხმა ზედმეტად ანერვიულებული მეჩვენა , ავნერვიულდი , თუმცა თავი ხელში ავიყვანე და წყნარად ვკითხე:
–რა გჭირს დედა ? რა ხმა გაქვს?
–ერთი ცუდი ამბავი უნდა გითხრა ანი ..
–დედა? რა ხდება?
ძალიან ავნერვიულდი. გული ძალიან ამიჩქარდა ,, მოუთმენლად ველოდი დედაჩემის პასუხს და გულში ვვოცნებდობდი, რომ ისეთი არაფერი ყოფილიყო რაც დიდ და ძიმე დარტყმას მომაყენებდა , ხმა ამიკანკალდა , დედაჩემი კი დუმდა....
–დედაა ! გამაგებინე რა მოხდაა? რა გატირებს?
–შვილო გიორგის ...
დედაჩემს ხმა უწყდებოდა...
–რა გიორგის? რა დაემართა ღმერთოო დედაააა ..
–გიორგის არაფერი შვილო...
–აბა ?
–თამუნას .. გიორგის დედას....
–რა დაემართა?
–გარდაიცვალა შვილო... დღეს შუადღეს ...
( თამუნა დეიდა დედაცემის უახლოესი მეგობარი იყო, )
–რას ამბობ დედა?
თვალებიდან ცრემლები წმაომცვივდა . ღმერთო რატომ? რატომ ემართება ასეთი რამ ჩემს გიორგის? მას ხომ არარავინ ყავდა დედამისი და ჩემს გარდა .. რატომ? რატომ? ის არ იმსახურებს ცხოვრებისგან ასეთ მოპყრობას. როდის შეიძლლება შვებით ამოისუნთქოს ?
–დაწყნარდი შვილო ! კიდე მაქვს რაღაც სათქმელი... მამაშენს სთხოვეს როგორმე მოეგვარებინა და გიორგი საქართველოში დააბრუნების ამბავი გადაეწყვიტა ...ეტყვიან , რომ თამუნა ძალიან ცუდადაა და გამოუშვებენ .., ყველაფერს კი აქ გაიგებს ....
–ღმერთო არ მჯერა ..
სხვა ვერაფრის თქმა ვეღარ მოვახერხე,,, ვერ გამეაზრებინა ის , რომ თამუნა დეიდა აღარ იყო , მაგრამ ახლა ჩემი ტვინის ნახევარი მხოლოდ იმაზე ფიქრს დაეთმო , რომ მალე შეიძლება გიორგი ისევ მენახა , თუმცა წარმოდგენაც არ მინდოდა , რა მოხდებოდა როდესაც გიორგი დედამისის ამბავს შეიტყობდა ! ახლა კი ნამდვილად მერჩივნა, გიორგი ისევ იქ ყოფილიყო ოღონდ კი ეს ამბავი არ დატყდომოდა თავს ... ფიქრებში ვიყავი გართული , რომ უეცრად დედაჩემის ხმამ გამომარკვია და ყურში გამოკვეთილად გავიგე სიტყვები :
–ანი შვილო... ზეგ გიორგი აქ იქნება !