და მაინც ვინ ვარ? ცუდი თუ კარგი?
ზოგისთვის ალბათ სიცოცხლეც, დარდიც,
ანგელოზი ვარ , თუ ვარ სატანა?
ალბათ ზოგისთვის დიდიც, პატარაც.

იქნებ ის არ ვარ, შენ ვინც გინდოდი,
ვინ იცის გულში რას არ ფიქრობდი..
მაგრამ აგიხდა ოცნება ცხადში?
იგივე დავრჩი ნუთუ შენს თვალში?

თუ იგივე ვარ თვალს რად აკლიხარ?
მარტო რად მტოვებ და რად გარბიხარ?
რატოა ირგვლივ მუდამ სიზმარი?
გულში რას ფიქრობ სჯობს ის მითხარი.

მითხარი ვინ ვარ? თუ იქნებ რა ვარ?
ადამიანი? თუ მხოლოდ ვგავარ?
ზურგს უკან არ თქვა, ჩურჩულით, ყურში,
პირში მითხარი რას ფიქრობ გულში.

მაგრამ ის ვიცი ვინც კარგად მიცნობს,
ჩემს წრფელ სიყვარულს ყოველთვის იგრძნობს,
ყოველთვის იგრძნობს ჩემს სიახლოვეს,
მათ ჩემი ლოცვა არ მიატოვებს.