დილით საშინელმა ხელის ტკივილმა გამაღვიძა .ეს კი იმ ცხოველის დამასახურება იყო.ხელი შევიხვიე და ოთახიდან გავედი. წყლის დასალევად სამზარეულოში შევედი . დედაჩემიც იქ იყო .უკვე დრო იყო სიმართლე მოეყოლა ჩემთვის .18 წელი ტყუილში ვცხოვრობდი და სიმართლის გაგების შანსი დიდი ტკივილის მიუხედავად ალექსმა მომცა. იმან ვინც ჩემს გასანადგურებაზე ოცნებობდა. ყველანაირი შესავლის გარეშე, დედაჩემს გულცივად შევხედე და სიმართლის თქმა მოვთხოვე.თავიდან დაიბნა და ვერაფერს მიხვდა , მაგრამ როცა მამა ვუხსენე ელდა ეცა, თვალები აუცრემლიანდა და ოთახიდან ტირილით გავიდა . მე კი ისევ ჩემს პასუხგაუცემელ კითხვებთან მარტო დავრჩი. მხოლოდ ორმა ადამიანმა იცოდა ჩემთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები , მაგრამ არც ერთს სურდა ჩემთვის რამის თქმა. -არა უშავს , ერთ- ერთს მაინც ვათქმევინებდი ყველაფერს. სახლში ვეღარ ვჩერდებოდი.შევედი ოთახში ჩავიცვი და გარეთ საშინლად აფორიაქებული გავედი. თვალებით იმ არაადამიანს ვეძებდი. იმედი მქონდა , რომ მისგან მაინც გავიგონებდი რამე საინტერესოს მამაჩემზე. ვერსად ვერ ვნახე ,მაგრამ მის მეგობრებს მოვკარი თვალი .მივედი და პირდაპირ , მოურუდებლად ვკითხე , თუ სად შეიძლებოდა მენახა ალექსი. - გოგონი სიცოცხლე ხომ არ მოგბეზრებია, მხოლოდ ამ მიზეზით თუ ავხსნით შენს მოთხივნას. ან თუ რამე საქმეზე მოხვედი ჩვენ გვითხარი და აუცილებლად გადავცემთ გპირდებით. ცინიკურად ყველამ ერთხმად გადაიხარხარა, მაგრამ ბოლოს ერთმა , რაღაც ფურცელი გამომიწოდა. -იცოდე მასთან მისვლით შენი სიცოცხლის შეწყვეტას მოაწერ ხელს .ისევ ერთ ხმად ჩაიცინეს . ფურცელზე მისამართი იყო დაწერილი.არც დავფიქრებულვარ ისე წავედი მასთან ,ოღონდაც სიმართლისთვის ფარდა ამეხადა. მივუახლოვდი ადგილს , სადაც ის მეგულებოდა.ერთი დიდი მიტოვებული შენობა დამხვდა, რომელი საშინლად მაშინებდა . აქა-იქ ზოგი ფანჯრის შუშები ჩამსხვრეული იყო, ალაგალაგ კი შპრიცები ეყარა . ყველაფერთან ერთად უკვე მოსაღამოვდა კიდეც. შიშისგან კანკალმა ამიტანა და ვარჩიე შენობაში შევსულიყავი.უკან დასახევი დრო აღარ იყო. შევედი,მაგრამ ჯობდა არ შევსულიყავი . საზარელი სანახაობა დამიდგა თვალ წინ .ვიღაც ბიჭი მკვდარი იყო და სისხლში ცურავდა.ისეთი მოულოდნელი და შემაძრწუნებელი იყო ეს ჩემთვის ,რომ შიშისაგან ერთი დავიკივლე...... მაგრამ ვაი, რომ მართლაც ამ კივილით ჩემს თავს გამოვუტანე განაჩენი . უცებ მეორე სართულიდან ბიჭების ხმა მომესმა. -დროზე იარაღი, ვიღაცამ წაგვასწრო, უნდა გავასაღოთ,უეჭველი ჩაგვიშვებს. სასწრაფოდ იქვე მოფარებულ კუთხეში მივიყუჟე და გავირინდე. ფეხის ხმა თანდათან უფრო ახლოდან მესმოდა... -ვიპოვე .ერთმა დაიყვირა და თმაში მწვდა ,წამომაყენა და შუქზე გამათრია. -აი ესეც ჯაშუში. ალექსის ჩემს დანახვაზე სახე აელეწა. ალბათ ყველაფერს მოელოდა , მაგრამ არა ჩემს იქ დანახვას. - ხელი გაუშვი ნიკა, უღრიალა მან . მეგონა რომ მომკლავდა , მაგრამ შევცდი ყველას უბრძანა გასულიყვნენ , გაეტანათ გვამი და მარტო დავეტოვებინეთ. მისი მზერა საშინლად მაშინებდა,ის ის ყველაფერზე იყო წამსვლელი. -როგორ მომაგენი? უხეში ტონით მკითხა . - მაგას არ აქვს მნიშვნელობა მთავარი ის არის რომ შენი ნახვა მჭირდებოდა . - ის რაც გაგიკეთე სულ დაგავიწყდა ? თან ხელზე დამხედა. -ნუთუ არ გეშინია იმისი ,რომ შეიძლება მოგკლა? - მე სიმართლის გაგება მჭირდება და არ დავიხევ უკან , რომც ვიცოდე ,რომ შეიძლება ამის გამო მომკლან კიდევაც . მე ეს მჭირდება და მინდა ,რომ ეს შენგან მოვისმინო. - იცოდე ეს არ იქნება იოლი მოსასმენი და არც ჩემთვის იქნება ადვილი და შენ მზად ხარ, რომ ამ ამბის გახსენების შემდეგ შეიძლება ისე გავბოროტდე მამაშენზე , რომ აქედან შენი ფერფლიც კი ვერ გაიტანონ. -ყველაფრისთვის მზად ვარ......

შევამჩნიე, რომ ძალიან ნერვიულობდა და უჭირდა დაწყება. სიგარეტს მოუკიდა და დაიწყო. _ეს იყო მაშინ, როცა მე6 წლის ვიყავი. უზრუნველად ვცხოვრობდი და ამ ცხოვრებით ვხარობდი, სანამ ერთ დგესაც ნინომ(დედა) ნარკოტიკების დიდი პარტია არ ნახა სარდაფში. _აი აქედან დაიწყო ჩვენი პრობლემები.. ხშირად კამათობდნენ ჩემი მშობლები ამ საკითხზე . დედაჩემს სურდა , რომ ამ საქმისთვის თავი დაენებებინა, მაგრამ მამაჩემი ვერ თანხმდებოდა, რადგან ამ საქმეში ერთხელ თუ შედგი ფეხი, მერე შეუძლებელია თავის დანებება. ჩემს ოჯახში ნამდვილი ქაოსი იყო, სულ კამათი , ჩხუბი. დედაჩემსაც ეს ყველაფერი უკვე ყელში ჰქონდა ამოსული . ერთ დღესაც ნინომ ხელი მომკიდა და მამას სამსახურში მივაკითხეთ. დედამ ულტიმატუმი წაუყენა. ან სამუდამოდ შეეშვებოდა ამ საქმეს ან ჩვენ ვეღარასოდეს გვნახავდა. ამ დროს სროლის ხმა გაისმა. მამაშენის ბანდა შემოიჭრა . ის და სანდრო(მამა) პარტნიორები ყოფილან , მაგრამ მათ შორის რაღაც მოხდა , რამაც მტრებად აქცია ისინი. სანდრომ სროლის ხმა, რომ გაიგო სასწრაფოდ გარეთ გასვლა დააპირა , მაგრამ მანამდე გვითხრა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო არ გავსულიყავით. ორმხრივი სროლის შედეგად ბევრი დაიღუპა , მათ შორის მამაშენიც და სანდროც იყვნენ. ჩემს მშობლებს დიდი განხეთქილების მიუხედავად ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, ხოლო როცა მამა გარდაიცვალა, დედაჩემის ცხოვრებაც ერთ წამში , ნაფლეთებად იქცა . ისეთი არარ იყო , როგორიც მამას სიგიჟემდე უყვარდა. თანდათან მისი უმშვენიერესი სახე დაჭკნა . მისი ბედნიერება და სიხარული მამჩემთან ერთად მოკვდა. თავს იდანაშაულებდა იმაში, რომ ისეთი არ მიიღო სანდრო, როგორიც იყო და ბოლო დღესაც კი მასზე ნაწყენი იყო. 2 წელიწადში ამდენი დარდის და ნერვიულობის გამო დედაჩემიც გარდაიცვალა. _ჩემი და დედაჩემის გაუბედურება ნაგავი მამაშენის ბრალი იყო. _მის გამო დავკარგე მშობლები. დედაჩემის გარდაცვალებისს შემდეგ ბიძაჩემთან გადავედი საცხოვრებლად, მაგრამ მასთან ყოფნას ვერ ვეგუებოდი . მალე ქუჩა გადაიქცა ჩემს სახლადაც და მეგობრადაც . ცუდ წრეში აღმოვჩნდი და მათთან ერთად დავიწყე ნარკოტიკების გასაღება. დავიფიცე, რომ მამაშენს ყველაფერს ვაზღვევინებდი , მისი ოჯახის საშუალებით . _და ახლა, როცა გიპოვე შანსს ხელიდან არ გავუშვებ. _გპირდები , რომ ამას შევასრულებ . _ ისე დაიტანჯები, როგორც მე ვიტანჯებოდი. ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა _ისევ ტირი? მეზიზღება , როცა ტირიან. რაც დედაჩემის ტირილს ვუყურე მეყო.. _შეწყვიტე! მკაცრი ტონით მითხრა. მის სიტყვებს ყურადღებას არ ვაქცევდი. იმ წამს ჩემი ცხოვრება დაინგრა . იმ წამს ყველა მეზიზღებოდა. მამაჩემი ლამის კერპად მყავდა გახდილი, ის კი ერთი გულისამრევი მკვლელი და ნარკომოვაჭრე ყოფილა. აი , რატომ არიდებდა დედაჩემი მასზე ლაპარაკს თავს . უკვე დედაჩემიზ შემძულდა მის ბრალია ასეთი არაკაცი , რომ შევიყვარე. მან არ დამიშალა და სიმართლე არ მითხრა.ის იყო ყველაფერში დამნაშავე. საშინლად ვიყავი, სადმე შორს მინდოდა გადავკარგულიყავი და ყველა და ყველაფერი დამევიწყებინა. ავდექი და მინდოდა ამ საშინელი ადგილიდან სწრაფად წავსულიყავი, მაგრამ... _სადმე მიდიხარ ? მხოლოდ ეს გავიგონე ,როცა უკნიდან ვიღაცამ დამარტყა და გონება დავკარგე. საზიზღარ და ბნელ ქოხში გამომეღვიძა. ადგომა ვცადე, მაგრამ ლოგინზე ვიყავი მიბმული. _გაიღვიძე მარიშკა? _რა ხდება ? სად ვარ? _ იქ სადაც ვერავინ მოგვაგნებს . _მარიშკა მე შეგპირდი და შევასრულებ ჩემს დანაპირებს. _დღეიდან შენი ტანჯვა იწყება..