ფოთოლცვენა..

  • კატეგორია:
  • მიყვარს ზეცაში უმიზნო ცქერა,
    და ოცნებებში ჩიტივით ფრენა,
    როცა იწყება ეს ფოთოლცვენა,
    მიყვარს ფოთლების შრიალის სმენა…
    მიყვარს სითბო და ფერება სხივის,
    მე მეშინია ყოველი ცივის..
    სადღაც ნიავი ზუზუნებს-კივის,
    და მეშინია…ეს გულიც ტირის…
    უკიდეგანო სივრცეში ვდგავარ,
    შავებში ჩაცმულ ოცნებას ვგავარ,
    უიმედოდ და უმიზნოდ დავალ,
    ახლა ავდგები ალბათ და წავალ…
    ქარში,წვიმაში ნიაღვრებს ვაპობ,
    არავინ იცის რა ტკივილს ვამბობ..
    არაფერს ვკარგავ?არაფერს ვდარდობ?
    ჩემი მგზავრი ხარ..ასე ნუ ამბობ..