<3:*:*
ამ დროს საწოლის ქვეშ მინდა შევძვრე,როგორც ბავშვობაში..დავემალო ამ სამყაროს.დავემალო პრობლემებს.მახსოვს სიბნელეში საათებს ვატარებდი.ვფიქრობდი, იქ ვერავინ შემეხებოდა,ვერავინ მომწვდებოდა,რადგან სხვა სამყაროში ვიყავი.იქ მხოლოდ მე და ჩემი თოჯინები ვცხოვრობდით.
ეს საათები ისეთი სასიამოვნო იყო..მახსოვს,სასიამოვნოდ ვსუნთქავდი- თავისუფლად.. არავინ არაფერზე მსაყვედურობდა,ჩემი დაუვარცხნელი თმებიც ძალიან მოსწონდათ ჩემს თოჯინებს..არც დასვრილ მაისურზე მეტყოდა ვინმე საყვედურს.მთვარი პრობლემა კი ისაა,რომ ახლა უკვე ვეღარ შევძვრები საწოლის ქვეშ..ვეღარ დავემალები ამ სამყაროს..ვერც ერთ საათს ვერ გავატარებ სრულ ბედნიერებასა და იდილიაში... და ასეთ დროს მინდა დავუბრუნდე ჩემს ბავშვობას..არ მინდა გავუშვა...
არ მინდა ვიყო "დიდი"... იმდენად დიდი,რომ საწოლის ქვეშ ვეღარ/აღარ ვძვრებოდე...