2)არ არსებობს არანაირი ბოროტება, არავითარი უბედურება ან გასაჭირი, რომელიც ცოდვაზე უფრო დამღუპველია.
3)ტკბილია ადამიანისთვის ცოდვა, მაგრამ მწარეა მისი ნაყოფი.
4)სიკვდილი საშინელებაა ადამიანისათვის, მაგრამ მორწმუნეს არ ეშინია, როგორც მფრინავ
არსებებს არ ეშინიათ უფსკრულებისა და დაცემის
5)ცოდვა ცოტა ხანსაა ტკბილი, ხოლო მწარეა დიდხანს.
6)ერიდე ადგილებს, სადაც შესაძლოა დაეცე, რაგდან, როცა ვერ ხედავ აკრძალულ ხილს, არც ისე ძალიან გინდება იგი.
7)არ არის ამ ქვეყნად უფრო დიდი გამარჯვებული, ვიდრე ის, ვინც საკუთარ თავზე იმარჯვებს და საკუთარ ვნებებზე ბატონობს.
8)ბევრად უფრო ადვილია გარეშე მტრის დამარცხება, ვიდრე საკუთარი თავისა. ადამიანს არ ჰყავს საკუთარ თავზე უფრო დიდი მტერი.
9)ბოროტებით მოპოვებული ბოროტებაში იხარჯება.
10)გააკეთე ის, რის ქმნასაც სიკვდილის წინ ისურვებდი.
11)გინდა, რომ უფალმა დაფაროს შენი ცოდვები? – ნუ გამოუცხადებ ადამიანებს შენს კეთილ საქმეებს.
12)ვინმეზე დიდი რომ გეგონოს თავი, საძაგელი ხარ უფლის წინაშე.
13)იმაზე კი ნუ იფიქრებ, რომ გარდაცვლილი აღარასოდეს დაბრუნდება შინ, არამედ იმაზე, რომ შენც მალე შეუერთდები მას.
14)როცა საყვედურის ან შეურაცხყოფის გამო გიმძიმს, იცოდე, რომ ამას დიდი
საარგებლობა მოაქვს შენთვის. დამცირების საშუალებით მზვაობრობა განიდევნა შენგან
15)უფრთხილდით საკუთარ აზრებს, ვინაიდან აზრები ზეცაში ისმის.
16)გახსოვდეთ, რომ ის წუთი, რომელსაც სიზარმაცე გართმევთ, შესაძლოა უკანასკნელიც კი იყოს თქვენს ცხოვრებაში და მას სიკვდილი და სამსჯავრო მოყვეს.
15)ვინც გვკიცხავს, ის გვჩუქნის, ხოლო ვინც გვაქებს, ის გვპარავს.
16)ჩვენ ყოველთვის რთული და ძნელი რამე გვიტაცებს და სახლის შენება გვიყვარს არა საძირკველზედ, არამედ ღრუბლებში.
17)ყველას არ გაუმხილო შენი ზრახვები, არამედ მხოლოდ იმათ გაენდე, ვისაც ძალუძს შენს სულს უმკურნალოს.
18)კეთილშობილება და თავისუფლება ის არის, არავის ვუთხრათ რაიმე დამამცირებელი, თუნდაც ის ამის ღირსიც იყოს.