ვინარი გიორგი ქისტაური ?
ვარ გიორგი ქისტაური, 16 წლის. დავიბადე ქალაქ თბილისში. ვარ დედისერთა. თავისუფალ დროს მიყვარს მეგობრებთან ერთად გართობა. ჩემი ჰობია სიმღერა და მუსიკის მოსმენა.
მოგწონს ინტერნეტის საშუალებით პოპულარული, რომ გახდი?
რათქმაუნდა. სიმართლე, რომ გითხრათ ეს იყო ჩემი მიზანი და მხოლოდ ამიტომ ვაკეთებდი და ვაკეთებ ყველაფერს. ნაწილობრივ მივაღწიე ჩემსას, მაგრამ ჯერ წინ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს გასაკეთებელი
ძალიან ბევრ უარყოფითსაც წერენ შენზე და ამაზე რა რეაქცია გაქვს?
სხვათაშორის ყოველ ინტერვიუზე ამ საკითხს უსვამენ მხოლოდ ხაზს, რომ ძალიან ცუდი რეაქცია და დამოკიდებულება აქვს ხალხს ჩემზე და ასე შემდეგ. რათქმაუნდა ყოველთვის იქნება ცუდი მხარეც და კარგიც, მაგრამ ჩემთვის ორივე სარგებლიანია, მე ხომ მათ მაქციეს იმად რაც დღეს ვარ და რასაც დღეს მივაღწიე. სხვათაშორის არც განვიცდი მათ ჩემდამი მსგავს დამოკიდებულებას.
შენი ჩაცმის სტილი, ვარცხნილობა და საუბრის მანერაც ხშირად არის განხილვის საგანი და როგორ ფიქრობ რატომ არ მოსწონთ?
ალბათ იმიტომ, რომ მე არ მაქვს "თბილისელი ტიპის" ხმა დაყენებული როგორც ყოველ მეორე თბილისელ ბიჭს, ალბათ ეს იწვევს აგრესიას მათში. ხოლო ჩემი ჩაცმის სტილი და ვარცხნილობა ეს ჩემი პირადი კუთხეა რაშიც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ
შენს სექსუალრ ორიენტაციაზეც ბევრს საუბრობენ და ამაზე რა კომენტარს გააკეთებ?
ამაზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს თემა საქართველოში პირად „სეკრეტად" უნდა აქციო და ამაზე ხმამაღლა არ უნდა ილაპარაკო. ასე რომ ამ კითხვაზე პასუხისგანს თავს შევიკავებ. ერთს ვურჩევ ყველას, რომ თავიანთ ორიენტაციას და ცხოვრებას მიაქციონ ყურადგება და უფრო მეტი დრო დაუთმონ ვიდრე ჩემსას ან ვინმე სხვისას. საკუთარი ცხოვრებით დაინტერესდნენ და იცხვრონ, სხვისი ცხოვრებით ცხოვრება მოსაბეზრებელია , ყოველშემთხვევაში ჩემთვის
ოჯახში რა რეაქცია აქვთ შენს ფეისბუქ-პოპულარობაზე?
მე ჩემი ცხოვრება მაქვს, უკვე დიდი ვარ, აღარ ვარ 10 წლის ბავშვი, რომ მშობელს აზრი ვკითხო. მშობლისგან მხოლოდ რჩევას მივიღებ და არანაირ დარიგებას.
სკოლაში რას გეუბნებიან მასწავლებლები და მეგობრები?
სკოლაში არ მივლია 3 წელია. იქიდან გამომდინარე, რომ სკოლა ჩემთვის მიუღებელია, არა იმიტომ, რომ მე ხალხი ცუდად მიყურებს ან რაიმე მსგავსი, უბრალოდ სკოლას არავისთვის არაფერი მოუტანია კარგი ჩემი აზრით, წითელი ფურცლების გარდა და იმ წითელ დიპლომებსაც მხოლოდ კაფფეებში მიმტანის სტატუსის დასამკვიდრებლად იყენებენ.
სწავლა??
ვსწავლობ კოლეჯში, ტურიზმის განხრით, თუმცა ესეც მოსაბეზრებლად იქცა ჩემთვის. ახლა ვეძებ ადგილს სადაც შემეძლება საკუთარი ადგილის პოვნა და ეს ადგილი სცენა და თეატრია ჩემი აზრით. ასე, რომ მომავალი სასწავლო წლიდან შევუდგები ამ ყველაფერზე ფიქრს.
მაშინ ის მითხარი კოლეჯის პედაგოგები და ის ბავშვები რას გეუბნებიან ვინც შენთან ერთად სწავლობს.
ძალიან კარგი და თბილი დამოკიდებულება აქვთ ჩემს მიმართ თითოეულ მათგანს, ჩემდაგასაკვირად. რო მივდიოდი არ მეგონა თუ მსგავსი სიტუაცია დამხვდებოდა იქ. მეგონა, რომ ყოველდღიური მაგრამ პირიქით ბიჭიც და გოგოც ძალიან კარგად შემხვდა და ძალიან ბევრი კარგი მეგიბარი გავიჩინე იქ, ეს ალბათ იმიტომ, რომ ცხოვრებაში სულ სხვა ვარ.
რაზე ოცნებობ?
მომავალში ჩემი თავი სცენაზე წარმომიდგენია, უდიდეს შოუებზე. ოცნება? ოცნება ალბათ ის რომ მივაღწიო ჩემს დასახულ მიზანს, გაიგოს ჩემზე მთელმა მსოფლიომ და ხალხმა თვალი გაახილოს, ერთმანეთის აზრს ნუ ეჭიდება ყველა, ყველამ თავისი აზრი უნდა გამოთქვას, ეს არის ალბათ ჩემი სურვილი და ოცნება.
ეს სოციალურ ქსელებში პოპულარობა იმისთვის ხომ არ გინდა, რომ მომავალში მომღერლისა და მსახიობის კარიერის გაკეთებაში შეგიწყოს ხელი?
ეს პირადი შეხედულება და დამოკიდებულებაა, ასე რომ ამ თემაზე საუბრისგანაც თავს შევიკავებ.
და ბოლო შეკითხვა ვინმე თუ დაგმუქრებია იმის გამო რომ შენი ვიდეოები და ფოტოები არ მოსწონს?
როგორ არა, შუა ქუჩაშიც ამოუღიათ იარაღი და სხვა მუქარაც ყოფილა, მაგრამ ჩემს თავს და ღმერთს ზალიან დიდი მადლობა, რომ იმის ნიჭი მომცა და მიბოზა, ყოველთვის შემიძლია თავის დაღწევა მსგავსი სიტუაციებიდან, მშვიდად, დინჯად, ცყნარად და დაფიქრებულად.
როგორც მივხვდი მუქარის არ გეშინია
არა მე ძლიერი ადამიანი ვარ, ყოველშემთხვევაში მე ასე ვთვლი