ადგილები მართლაც რომ საუცხოო იყო. მინდვრები ულამაზესი გვირილებით იყო გადათეთრებული. სანამ ტყემდე მივიდოდნენ უზარმაზარი თაიგული გაუკეთა ზურამ თათას. ხელში ძლივს ეტეოდა გოგონას ყვავილები. ზურას ასეთმა საქციელმა უზომოდ გაახარა იგი. ზურამ თავის საყვარელ ადგილას მიიყვანა თათა; ტყეში ჩანჩქერი ჩამოდიოდა, იქვე პატარა და მყუდრო ქოხი იდგა.
-ეს ერთადერთი ადგილია სადაც სულიერად ვისვენებ და სადაც არასოდეს მბეზრდება ყოფნა
-მართლაც ულამაზესი ადგილია,არც მე მომბეზრდება აქ ყოფნა,-აღტაცებით წამოიძახა თათამ
-ხოდა დავრჩეთ აქ სამუდამოდ მე წინააღმდეგი არ ვიქნები,-ზურამ გაუღიმა გოგონას და თვალი ჩაუკრა. თვითონაც გაუკვირდა ასეთი გულწრფელობის, მაგრამ ის ხომ იმას ამბობდა რასაც ფიქრობდა
-კაი ნუ ბოდიალობ რაღაცეებს, რა სამუდამოდ დავრჩეთ ხო არ გაგიჟდი.
-იცი მართალი ხარ, გავგიჟდი და ამაში დამნაშავე მარტო შენა ხარ
-კი მაგრამ მე რა შუაში ვარ?-შეიცხადა თათამ
-შუაში კი არა თავში ხარ, ესეთი რამე ცხოვრებაში არ დამმართნია, წესით გაბრაზებული უნდა ვიყო შენზე და იმაზე ვფიქრობდე როგორ ვიძიო შური, რაც შენ გამიკეთე ადრე ამას არავის ვაპატიებდი, მაგრამ ეხლა...
-და ეხლა რა შეიცვალა?
-რა კი არა, თვითონ მე შევიცვალე,საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ,მოსვენება დავკარგე, გამუდმებით შენზე ვფიქრობ, ჯერ ცხოვრებაში არავინ მყვარებია, და არც ვიცი რა გრძნობაა ეს, ბიჭები გაოცებულები არიან, აღარსად დავყვები,არადა ყოველ დღე დავდიოდით სათევზაოდ, აქაც იშვიათად მოვდივარ, სულ შენი სახლის გარშემო ვტრიალებ იმის იმედით, რომ წუთით მაინც მოგკრა თვალი, შენ ხო ისეთი უკარება ხარ საერთოდ არ გამოდიხარ გარეთ.
-მე მგონია, რომ ეს ყველაფერი შენი ეგოიზმის ბრალია, შენ არ ხარ გოგოებისგან მიჩვეული იგნორს, ამიტომ ჩემგან ყურადღება რომ ვერ დაინახე ჟილკა გაგჩნდა, თორემ ახლა რასაც შენ განიცდი სიყვარული სულაც არაა
-შენ ცდები პატარა, მე ასეთი გულწრფელი არასოდეს ვყოფილვარ,ასე საღად ჯერ არასდროს მიაზროვნია და ასეთი დარწმუნებული საკუთარ გრძნობებში ასასოდეს ვყოფილვარ. ძალიან, ძალიან მიყვარხარ და თუ ერთ შანსს მომცემ ,დაგიმტკიცებ რომ ცდები..
-მე უბრალოდ არ გენდობი,-თათამ კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ზურამ არ აცალა
-ვიცი კარგად მესმის შენი რასაც გულისხმობ, მე არაფერს დაგაძალებ იცოდე, თუ მეტყვი საერთოდ გავქრები შენი ცხოვრებიდან, რა თქმა უნდა ეს ყველაზე ძალიან არ მინდა, მაგრამ შენი სიყვარულის გამო ესეც შემიძლია გავაკეთო, მაგრამ თუ შანსს მომცემ იცოდე უბედნიერესი კაცი ვიქნები... თათამ არ იცოდა რა ეპასუხა, ძალიან დაბნეული იყო… გული ერთს ეუბნებოდა, გონება კი მეორეს, მაგრამ რაღაც ძალა არ აძლევდა უარისთქმის უფლებას...
-მიპასუხე რამე, თორემ გასკდა გული,-სიჩუმე ისევ ზურამ დაარღვია, რომელიც პასუხის მოლოდინში ადგილზე მოუსვენრად ცქმუტავდა.
-არ ვიცი რა გიპასუხო, კარგად იცი მე შენს მიმართ იგივეს არ განვიცდი, ნორმალურად არც ვიცნობთ ერთმანეთს, მართლა მიკვირს როდის შეგიყვარდი ასე ძალიან
-ეჰ, ამის ახსნა რომ შემეძლოს ჩემთვისაც უკეთესი იქნებოდა, სიყვარულიც ხომ ზუსტად ეგაა, არ იცი რატომ ხდება მეორე ადამიანი შენთვის ასეთი ძვირფასი,მის გარდა ვერაფერზე ფიქრობ, შენი გულის და გონების ნაწილს ჩვენდაუნებურად იკავებს და უკეთეს ადამიანად გაქცევს.ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ, ჩემი იდეალები სრულიად შეიცვალა, სიყვარულის არსებობის საერთოდ არ მჯეროდა, მაგრამ აი ხომ ხედავ სიყვარულის ტყვე თავად გავხდი.
-იცი, ისე გულწრფელად და სერიოზულად ლაპარაკობ, რომ მართლა დავიჯერე,- უპასუხა თათამ და გულიანად გადაიხარხარა. მის ასეთ საქციელზე ზურას სახე მოეღუშა, თავი ჩაღუნა რომ თვალზე მომდგარი ცრემლი გოგონას არ შეემჩნია და ნაღვლიანად ჩაილაპარაკა
-მგონი უფალი მსჯის ჩემი ცუდი საქციელის გამო, იმდენ ადამიანს ვატკინე გული დაუმსახურებლად, რომ ეხლა სამაგიერო მეზღვება
- კაი მაპატიე ზურა, ვხვდები რომ ეს ჩემი უკბილო ხუმრობა უადგილო იყო, მადლობა ასეთი გულწრფელობისთვის, ვერ შეგპირდები რომ მეც იგივე გრძნობით გიპასუხებ, მაგრამ გული მეუბნება რომ შანსს იმსახურებ, მოდი ჯერ გავიცნოთ ნორმალურად ერთმანეთთი და ვნახოთ რა გამოვა
-შენ არ იცი ეს სიტყვები ჩემთვის რას ნიშნავს, მადლობა ანგელოზო, მადლობა იმისთვის რომ სრულიად შეცვალე შენ ჩემი ცხოვრება, არც ვიცი ჩემი სიხარული როგორ გამოვხატო, სიზმარში მგონია თავი, ლამისაა ჩანჩქერში გადავესვა თავით გამოსაფხიზლებლად
-კაი ეხლა,ნუთუ ამ სიმაღლიდან გადახტომას გაბედავ,- თათამ გამომცდელად შეხედა ზურას და ქვემოთ ჩაიხედა.მას წინადადება დამთავრებული არ ქონდა უცებ ზურა ადგილს მოსწყდა,-მიყვარხარ ანგელოზო,- ეს სიტყვები წამოიძახა ხმამაღლა და თავით გადაეშვა ჩანჩქერში....