პარიზი, წვიმა, მე… და შენ…
მაგრამ ამჯერად, ცხოვრება რეალური და ცხოვრება ზღაპრული ერთმანეთს დაემთხვა…
და ვარ ბევრითვის საოცნებო ქალაქში, რომელმაც ჩემი აღტაცება პირველი წამიდან გამოიწვია… პარიზი… და ისევ მოვედი წერის ხასიათზე, ისე როგორც არასდროს… კარგა ხანია წერა ამგვარად არ მომნატრებია… მე მენატრება „მწერალი“ მე, მაგრამ ძალდატანებით ეგ ვერ მოხდება, ამიტომ… მივდიოდი და მაწვიმდა… ისევ ისე როგორც მაშინ… და თითქოს ისევ ისე ამ იდილიას აკლდი შენ… ეიფელი, წვიმა და მე აღმოვჩნდით ერთ სიბრტყეზე…
ერთ მერიდიანზე და თითქოს ყველაფერი იდეალური უნდა ყოფილიყო, მაგრამ მე მაკლდი შენ… მე მენატრებოდი შენ, მე შენთან მინდოდა ჩემი სიხარულის, აღფრთოვანების და აღტაცების გაზიარება… მინდოდა შენგან მომესმინა, – მართლაც, საოცრებაა… მაგრამ მოვიხედე და ირგვლივ უამრავი „მორბენალი სტრიქონი“ იყო… ანუ ხალხი, რომელიც წვიმას გაურბოდა… მაგრამ შეიძლება ეს კი? როგორ შეიძლება მარტის პირველ თბილ წვიმას სირბილით შეხვდე, ან ამაყად დაუხვედრო ქოლგა, და თავი ყველაზე წინდახედული გეგონოს, რადგან ივარაუდე რომ გაწვიმდებოდა… ეს ხომ წვიმაა… წვიმა სიყვარულის, რომანტიკის და სილამაზის ქალაქში… თბილი წვიმა, გრილი დღე და მე ისევ უშენოდ… თუმცა… უშენოდ კი?
შენ ჩემს გულში იყავი… მაშინ როცა პირველი წვიმის წვეთი ღიმილით შემეგება და ჩემს თმაში დაიკარგა… მაშინ როდესაც ეიფელისკენ პირველი ნაბიჯი გადავდგი და მაშინ როცა ჩემს გზად შუქნიშანი გამწვანდა… მაშინ როდესაც გავყურებდი ელისეის მინდვრებს და ჩემს გვერდით გნატრობდი… მაშინ როდესაც 7 საათი გახდა და უცებ კოშკი აციმციმდა… მაშინაც როცა ლამაზ პატარა ყვავილების მაღაზიას ჩავუარე და ვიცოდი, რომ ყვავილებს არ მიყიდდი… მაშინაც როცა ჩემს გულში შემოგიშვი პირველად და მას მერე იქ ხარ… მიყვარხარ და ეს ცხოვრება შენს გარეშე არ მინდა..
ზღაპრული და რეალური ამჯერად იყო ერთი, მაგრამ ესე რომც არ იყოს შენ სულ გულში იქნები და ყველგან ჩემს გვერდით, სადაც არ უნდა ვიყო…
წვიმა უფრო გათბა, და მე გავიგონე, რომ შენც გიყვარვარ… თუმცა ყვავილებს მაინც არ მაჩუქებდი… და მაინც 5 წამით მეტად მიყვარხარ ვიდრე 5 წამის წინ…