ოთხი არის ზუსტად გაჭიმული, ეზოს ძაღლი მიყეფს არ ჩერდება,
ახლა მოვიკუნტე ჩაკეცილი, ძვლამდე გაატანა უშენობამ,
რამდენს ვლაპარაკობ ღმერთო ჩემო?!... პირზე არაფერი მაკავდება...
მუქად გამოკვეთა გარიჟრაჟმა, რუხი კონტურები შენობათა...

გულმა აურია რითმები და ოღონდ ნუ მექნება არითმია,
მძივად აგიკინძე ეს ფოთლები , ვითომ უკეთესი არ გინახავს...
უკვე ააყროლა ხეივანი, ჩიტმა გასრესილმა, ძირს რომ გდია,
ახლა უსაქმური, გონებაში , ჩვენი სახლის პროექტს ფანქრით ვხაზავ...

ხელში ვატრიალებ კრიალოსანს, მგონი მეათასე წრეზე მიმყავს,
ტანზე დამაყარა უფულობამ , კანზე უფულობა მეფხანება.
აზრებს უაზროებს დავიკვნიტავ ,კარგა ხანი არის ტვინით დამაქვს,
მგონი თენდება და ჭუჭყიანი ღამე გასაცვეთად მენანება.

ხელში ვატრიალებ კრიალოსანს ,ვიცი მეათასე წრეზე მიმყავს...
კაბა მე მოგპარე თოკიდან და სახლში ნაქურდალი ჯიბით მიმაქვს...