უცნობი ლექსი-დასასრულის დასაწყისი
თუნდაც სადღაც, მსოფლიოს ბოლოს,
უკიდეგანო სივრცეში
გამოგყვებოდი,
რომ შემეძლოს…
ცაზე ცისარტყელას დავხატავდი
ათას ფერებით,
მოგეხვეოდი
და შენს საყვარელ სიმღერებს გიმღერებდი,
რომ შემეძლოს…
დაგიკოცნიდი ლამაზ თვალებს,
ზოგჯერ სევდიანს,
ხელებს მოგხვევდი ძალიან მაგრად,
გაღიმებას მოგთხოვდი და
გეტყოდი, რომ
შენი ვარ სამუდამოდ,
რომ შემეძლოს…
თმებს აგიჩეჩავდი, როგორც ადრე
გაგაბრაზებდი,
სუნთქვას შეგიკრავდი
და მერე თითებით შევიგრძნობდი
შენი სახის ყველა ნაკვთს
თვალდახუჭული,
რომ შემეძლოს…
მზის ჩასვლას შევხვდებოდი
ყოველდღე
შენთან ერთად,
ხელიხელჩაკიდებულები ვივლიდით სილაში,
ლამაზ ორნამენტებს დავხატავდით,
ჩვენი სიყვარულის ამსახველს,
რომ შემეძლოს…
ყოველ ღამე გეტყოდი, რომ
მიყვარხარ უზომოდ
და ყოველ დილას ყავის მოტანისას
შეგახსენებდი, რომ
უშენობა არ შემიძლია,
რომ შემეძლოს…
მიუხედავად იმისა, რომ
დასასრულის დასაწყისია,
მე მაინც ყველაფერს თავიდან
დავიწყებდი…