იყო დრო...
ეს იყო მხოლოდ სიყვარული .
მზე ჩადიოდა ამოდიოდა
მაგრამ ის მხოლოდ მრჩებოდა სულში.
მე ზღვის ნაპირებს გავყვები ნელა
და თან ჩემს ფიქრებს გავატან ტალღებს
ამ სიყვარულმა დატანჯა ყველა,
და სევდა ჩვენი გაფანტა ცრემლმა.
ოჰ ეს ცხოვრების მძიმე წუთები
როგორ მიჩრდილავს ბედნიერ დღეებ,
ოჰ ეს ცხოვრების მძიმე წამები
როგორ გაივლის ხოლმე თვალსწინ.
გული კვნესის ტირის იჩხვლიტება
და შეკითხვა ღმერთთან იბადება
ღმერთო დიდებულო რატომ ხდება
ვისთვის უკეთესი ხალხი კვდება.
შენს საფლავთან ეხლა მუხლი მოვიხარე
ერთხელ მაინც რომ გაჩუქო ყვავილები,
სიყვარულო მე დავმარცხდი შენ კი გაიხარე
და იხარე მანამ მე მოვკვდები...!