
თავი ოდნავ წამოვწიე , მაგრამ ისევ საშინელი სისუსტე ვიგრძენი ...
–ანი სიცხისგან იწვი...
–კარი , როგორ გაღე..
–ნუ სვამ ამდენ კითვას .. დასვენება გჭირდება ახლა შენ!
–საბა მე გკითხე!
–კარგი ღია იყო.
–და რატომ მოხვედი?
–რომ გეგონა მობილური სახლში დამრჩაო. ჩემს მანქანაში დაგრჩა , სკამის უკან იყო გადავარდნილი და წამოგიღე..
–კარი ნამდვილად ღია იყო?
–კი ანი !
ვგრძნობდი, რომ ხმაში წყენა გამოერია და ტონიც ცოტა გაამკაცრა !
ხელი ისევ შუბლზე მომადო...
–ძალიან ცხელი ხარ ! თერმომეტრი გაქვს?
–კი აი მანდ უნდა იდოს კარადაში... ქვედა უჯრაში ნახე...
თავს მათლაც ძალიან ცუდად ვგრძნობდი.. მთელი ტანი მიცახცახებდა და ვგრძნობდი , როგორი გამოფიტული ვიყავი შიგნიდან .... სახე მეწვოდა და თვალის გუგები მტკიოდა თანაც მეჩვენებოდა თითქოს ვიღაც გამუდმებით საფეთქლებში მიბრახუნებდა მუშტებს.. ოდნავ წამოვჯექი და საწოლის საზურგეს მივეყრდენი.
–დაწექი ანი !
თერმომეტრი დაფერთხა და გამომიწოდა. სანამ ჩემს ტემპერატურას დავადგენდით საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და მომაშტერდა .
–რა იყო ასე რატომ მიყურებ?
–სად გაცივდი ასე ?
–აბა მე რა ვიცი ..
–კაი ნუ ლაპარაკობ ...
რამდენიმე წუთში წამოდგა და მომიახლოვდა.
–მომეცი თერმომეტრი.
–აჰა.
–ეს რა არიისს ?
–რა მოხდა? გადავწვი ყველაფერი ?
–39 და 7
–ასე ვიცი ხოლმე მე ..
–მერე რა გიხარია ..წავაალ მე და მოგიტან წამლებს და რაღაცეებსს.
–აუ არ მიყვარს წამლები , ბავშვობიდან ვერ ვიტანდი.
–მოგიწევს შეიყვარო..
–აუ საბა ისე გადამივლის
–რა გადაგივლის ისე . სიცხე?
ისეთი სახით გამომხედა შეწინაამღდეგება აღარც მიცდია. ოთახის კარი გაიხურა და რამდენიმე ხანში ძრავის ხმაც მომესმა. უფრო მეტად მოვეშვი და მალევე ჩამეძინაა. ცოტა ხანში კვლავ მანქანის ხმამ გამომაფხიზლა. მივხვდი , რომ საბა იქნებოდა . ოდნავ წამოვიწიე და დაველოდე , როდის შემოვიდოდა ოთახში. კიბეზე ნაბიჯების ხმა გავიგე . წამებში კარიც გაიღო და 2 პარკით ოთახში საბა შემოვიდა
–აი ყევლაფერი მოვიტანე, სიცხის დამწევი. ყელის ტკივილის წამალი. გაციების . ხილიც მოგიტანე და ნამცხვრებიც,, ხო და კიდე ნატურალური წვენიც. ახლა ბევრი სითხე უნდა მიიღო.
–რა დედაჩემივით მელაპარაკები!
–ჩათვალე ახლა მე ვარ დედაშენი.
–რა სასაცილოა..
–აი აიღე და დალიე ეს წამლები.
–აუ მძულს წამლეები!
წუწუნი დავიწყეე და თავს აქეთ იქით ვაქნევდი არ დავლევ თქო.საბაც მეჭიდავებოდა , როგორც პატარა ჭირვეულ ბავშვს. თუმცა იმ წუთას ალბათ მართლა ვგავდი პატარა და ჭირვეულ ბავშვს, ტუჩები რომ აქვს მოკუმული საჭმლის ჭამა , რომ არ უნდა..
–ანი რა ბავშვივით იქცევი გამომართვი და დალიე.
ჩემთან ძალიან ახლოს იდგა . თვალებში შევხედე და ვეღარ გავუძელი მის ასეთ მზერას. ნამდვილად გულით ზრუნავდა ჩემზე .
–კარგი მომეცი...
ტაბლეტი პირში ჩავიდე და წყალი მივაყოლე. დავიჭყანე და ჭიქა ისევ საბას გავუწოდე...
–ახლა დაიძინე.. ძლიერი ანტიბიოტიკია და მალევე დაგიწევს...
ლოგინზე ჩამოვცურდი და ბალიშზე თავი ნაზად დავდე. საბა მოვიდა და მეორე ადიელა გადამაფარა. უკვე ძილ ბურანში ვიყავი. საბა მომიახლოვდა შუბლზე მაკოცა და ჩუმად მითხრა,,
–მე აქ ვიქნები , სანამ არ გაიღვიძებ ! მშვიდად იძინე ...
....................................................................
თვალები მძიმედ გავახილე. უკვე ბნელოდა. მობილურს გადავწვდი და საათი ვნახე. უკვე ღამის 10 საათი იყო.. მივიხედ მოვიხედე და დავინახე საბას იქვე სავარძელში ჩასძნებოდა. მართალია სისუსტეს აღარ ვგრძნობდი , მაგრამ ორგანიზმი საშინლად მქონდა გამოფიტული. წამოვდეექი , რომ სააბაზანოში გავსულიყავი, ისე , რომ საბა არ გამეღვიძებინა , თუმცა უეცრად ისევ თავბრუ დამეხვა , წავბორძიკდი და უმოწყალოდ დავეცი ლოგინზე. საბა მოულოდნელობისგან შეხტა და წამოხტა.
–ანი ანი.. ხომ კარგად ხარ ?
–მსუბუქ მოტეხილობას თუ არ ჩავთვლით კარგად ვარ!
ორივეს გაგვეცინა..
–სიცხე კიდე გაქვს?
–მგონი არა !
–მოდი გადავამოწმოთ . მგონის იმედზე ვერ ვიქნები.
თერმომეტრი გამომიწოდა..
–ოჰ საბა !
რამდენიმ წუთში თერმომეტრი გავუწოდე...
–ძალიან კარგი დაუწევია !
–კარგი ახლა შეიძლება შხაპის მიღება !
–რა შხაპი არ გამაგიჟო ..
–აუ ძალიან ..
–ხმა !
–საბა !
–ხო გითხარი დღეს დედაშენი ვარ თქო. დროზე საწოლში !
–აუ კი , მაგრამ
–არავითარი , მაგრამ .
უკმაყოფილო სახით დავემორჩილე და საწოლში ჩავწექი.
–არ გშია?
–არა ! გული ამერევა ახლა ნებისმიერ საჭმელზე
–სუსტად ხარ და უნდა ჭამო რამე
–ოოოო საბაა
–რამე წვენი
–წვენი იყოს
–რამდენიმე მოგიტანე , შენ რომელი გინდა?
–ალუბლის არის?
–კი არის
–ეგ მინდა.
პარკიდან ამოიღო წვენი და ჭიქაში ჩამოასხა.
–მადლობა !
საბა უკვე ისე ზრუნავდა ჩემზე ... დედაჩემი მონაგონია. ცოტა არ იყოს მაეჭვებდა მისი ასეთი გარდასაახვა .. თუმცა მსიამოვნებდა. რომ ვუყურებდი , როგორ დამტრიალებდა თავზე მეღიმებოდა. თუმცა მივხვდი , რომ შორს არ უნდა შემეტოპა.. მაგრამ მე ისიც მიკვირდა საერთოდ ამაზე რატომ ვფიქრობდი. სულ თვალებში ვუყურებდი . ყველა განცდილი გრძნობა და ემოცია სიცხეს დავაბრალე . ჭიქა ტუმბოზე გადავდე და თავი ბალიშზე დავდე !
–იძინებ?
–ხო . მადლობა საბა ყვეაფრისთვის. და უკაცრავად შეწუხებისთვის. შენ შეგიძლია ახლა სახლში წახვიდე.. უკვე კარგად ვარ !
–რა მადლობა. ! თანაც არსადაც არ წავალ. ამაღამ აქ ვიქნები ..
–არ არის საჭირო!
–უფრო მშვიდად ვიქნები..
–კარგი რომელიმე ოთახში შედი და დაიძინე.
–არა აქ ვიქნები. სავარძელში თავს გადასარევად ვგრძნიბ.
–რას ამბობ . გვერდები დაგენგრევა..
–არ მინდა ოთახში მარტო დაგტოვო.
–კაი რა იყო შემაშინებენ ?
ცოტა გავბრაზდი, ჩვილი ბავშვივით , რომ მექცეოდა, თუმცა იმდენი კარგი გააკეთა ჩემთვის ხმა აღარ ამოვიღე..
–კარგი ჩემს ლოგინზე დაწექი. დიდია და დაეტევი..
ვიცი ნამდვილად არ არის კარგი რამდენიმე დღის გაცნობილ ბიჭს , რომ ამას სთავაზობ , მაგრამ მე მას ძმასავით ვუყურებდი , თანაც არაფერი შავდებოდა. საწოლი იმდენად დიდი იყო ვერც კი შევეხებოდი ... იუარა , მაგრამ დავიმორჩილე და გვერდით საწოლის კიდეზე წამოწვა. მე მალევე ჩამეძინა... დილით მზის სხივებმა გამაღვიძაა. თვალები გავახილე და აღმოვაჩინე , რომ თავი საბას მკერდზე მედო ! ...