ცხოვრება გრძელდება" ცხოვრება გრძელდებაო რომ მეუბნებოდნენ, ეგებ მიხაროდა კიდეც... მიხაროდა მხოლოდ იმად რომ ჩემს სასიკეთოს ამბობდნენ... რომ ცხოვრების გაგრძელების შანსს მაძლევდა ვიღაც... ცხოვრების რომელიც თავად არაფრად მინდოდა, უიმედო და ნაცრისფერი...სიცარიელით და არაფრით სავსე, თორემ მახოლოდ ერთი ფაქტი წყვეტდაო რამეს მოვატყუებ საკუთარ თავს და მე დღეს მინდა ძალიან გულახდილი ვიყო ჩემთან მაინც..."ის" კი იქამდე გამოვიგონე.... სხვისთვის იყო ავტორიტეტი კი არადა ძალა რომელიც გამოაფხიზლებდა, თორემ ჩემთვის არაფერი...სულ, სულ არაფერი მაშინ... არადა თურმე აღარავითარ ძალას არაფერი აღარ შეეძლო...ის ჩაყვა უბრალოდ დაჰყვა და ამას სახელად ბედისწერა უწოდა...ვატყობდი რაც "მაღლა" მივიწევდი, მით ვშორდებოდი და ასე უსაშველოდ აღმოვჩნი შორი მანამდე... მას სხვა სამყაროსთან ეყარა წილი ვატყობდი და მაინც..მთელი ძალით ვცდილობდი არ დარღვეულიყო ჰარმონია წლების ნალოლიავებ ნაფოფინები.... ტკივილით და სიხარულით სავსე...ჩემი და მუდამ მიუწვდომელი...ჩემი სხეულივით საკუთარი და მაინც საზოგადო...ფიქრამდე წაკითხული და მაინც უცხო..... რეალურად ერთ სულ და ერთ ხორც.... მტკივნეულად არამიწიერი.... მერე დაშორება თუნდაც განშორება...ეჭვად დაუტოვებელი...ჩემი! მხოლოდ ჩემი.... პირველობის კვარცხლბეკი მარტოობით და მაინც საამაყო... ადამიანებთან შორი ღმერთების წილნაყარი სამყარო, მიუწვდომელი სხვისთვის და სიმაღლე ხელშეუჭვდომი...სადღაც დახატული სხვა... უფრო ძლიერი და თავად დაჯერებული სიმართლე, შექმნილი რომლის დაჯერებაც გინდა და...უბრალოდ იჯერებ...
მერე უსაშველო სიშორე ადამიანებთან...ჭიანჭველებივით მოფუსუსე, ათასი წვრილმანთ დატვირთული "ჩვეულებრივები" გაჭირდა!!!! უსასრულე სიშორე არშემჩნეული, მაგრამ აშკარა.... სიბრალულად დაღვრილი სიკეთე... ხარკი ბედნიერებისთვის....
დრო მკურნალიაო! რისთვისი???
და ის სიმაღლეც, ნაოცნებარს რომ გასტოლებია! ცხოვრება დასრულებულა და ჯიქურ იგონებ რომ კიდევ დაგრჩა, რაღაც დაგრჩა...უფრო დიდი, უფრო ამაღლებული.... იცი რომ ასე არაა და მაინც...
ხალხში გარევა უსურვილოდ...მაგრამ ხალისიანად... ცხოვრება გრძელდება...იმედად ქცეული და ტყუილი.....კარგად გააზრებული....ნაწყალობევი ცეკვა ყველასთვის, მზერა მედიდური, სადამდეც შემბედავ იქამდე გნებდები და ცეკვისას მზერა გამომწვევი...ნახევარმეტრიანი დისტანცია და მოკრძალება, მოწიწება, ხელისშეხება გაუბედავი და რაღაცნაირი შიშჩამდგარი თვალები....ყველგან...ყველგან...ყველგან...
არადა ისე გინდა ვიღაცამ ჩვეულებრივად ძაალიან ჩვეულებრივად მიგიღოს და იცი რომ ვერა, ზღვარს ვერ გადალახავს...ეშინიაი ხო.......
მერე მოლოდინი....ვითომ იმედად რომ ლოდინად ღირს
არადა
არ ღირს!!!
შენ უკეთ იცი... და მაინც თავხედობით გაოგნებული კითხვა "უკეთესის შემოთავაზება რომ არ შეგეძლო ხომ იცოდიი" ერთადერთი კითხვა რომელსაც პასუხი არასდროს გაეცემა და რომელზეც უბრალოდ შეიძლება პასუხად მიიღო "უკაცრავად".... და მაინც უსასრულო და უსაშველო მოლოდინი......
და ისიც იმაზე ჩვეულებრივი ვიდრე ფიქრობდი, იმაზე უბრალო ვიდრე წარმოგედგინა, იმაზე პატარა ვიდრე დაუშვებდი.... შექმნილი თავიდან ბოლომდე შექმნილი და დახატული...ჩვეულებრივზე ბევრად ჩვეულებრივი...
მერეიი?
აი, რომ ვიცოდე მერე.....
მერეს რომ სჯობს დღეს ვიცი.....
მერე რომ უარესია ესეც და...
მერე იმედგაცრუება ანუ იმედის რომელიც პრაქტიკულად არაა
და მაინც
ადამიანური
ქალური
არგუმენტებს მოკლებული
ხომ ვიტყუებიი????
ხომ სხვაგვარადააიი?
ხომ ღირდიი
...........
დღეს თქმადაც ღირდა.