
–დიახ!
–კი , მაგრამ ....
ხმა მიწყდებოდა, ვგრძნობდი , რომ ცოტაც და გონებას დავკარგავდი... არ ვიცოდი ყურმილი დამეკიდა თუ არა.... ერთ წამში მილიონმა აზრმა გამიელვა თავში.. დიდი ძალისხმევის შემდეგ თავს ძალა დავატანე, ცრემლები გადავყლაპე და ვთქვი :
–გიორგი ნამდვილად შენ ხარ?
–კი გიორგი ვარ , მაგრამ თქვენ ვინ ბრძანდებით....
ყურმილი ყურზე მიმეყინა.. ვგრძნობდი , რომ მუხლებში ვიკეცებოდი... უეცრად გავიგე , როგორ უთხრა ვიღაცას :
–ნიაკო მოდი ყურმილთან .... არ ვიცი ვინ არის... მგონი ნომერი შეეშალა , მაგრამ არც კიდებს... მგონი ტირიის...
–უკაცრავად კარგად ხართ?
–გიორგი ამას რატომ მიკეთებ..
–ბატონო?
–შეენნ,, შენ ხომ,,,
ხმა მიწყდებოდა....
–ნიაკო მოდიი!
ახლა უკვე ვიღაცა ახალგაზრდა გოგონა განაგრძობდა ჩემთან საუბარს,,,
–ვინ ბრძანდებით?
–თქვენ ვინ ხართ?
–მე გიორგის მეუღლე ვარ..
–რა თქვიი?
–უკაცრავად მემგონი ნომერი შეგეშალა....
ოთახიდან ნაცნობი ხმა მომესმაა....
–ვის ელაპარაკებით?
–ვიღაც დაბენული გოგოაა..
–აბა დამალაპარაკეთ.... ალო !
–თამუნა დეიდა?
–ანი შვილო? რა გჭირს რა ხმა გაქ? კარგად ხარ?
–თამუნა დეიდა გიორგიი...
სიტყვებს ნაწყვეტ ნაწყვეტ წარმოვთქვამდიი..
–რა ხდება შვილო რასჭირს გიორგის?
–მე როგორ მეკითხებით მაგას.. ყველა მატყუებდით!
–ანი შვილო რაღაცა გეშლება დედი !
–ტელეფონზე გიორგიის ველაპარაკებოდი ამ წუთას , რომელსაც აღმოჩნდა , რომ ცოლიც კი ყავს და კიდევ მე მეშლება რამე?
–ანი არა ძვირფასო . გაუგებრობაა. დაწყნარდი.. ეს გიორგის ბიძაშვილია.. მასაც გიორგი ქვია.. და ნია მისი მეუღლეა უკვე 3 წელია.. დღეს ჩემთან სტუმრად მოვიდნენ... არ მიკვირს რომ დაიბენი.. ყველაფრით გვანან ერთმანეთს.. ხმითაც კი.. ხანდახან პატარაობაში მეც კი მაბნევდნენ ...
თითქოს ზურგიდან უდიდესი ტვირთი მომეხსნა, ღრმად ამოვისუნთქე , ოდნავ გამეღიმა კიდეც და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს საკუთარ თავზე გავბრაზდი კიდეც , რომ გიორგიში ოდნავი ეჭვი შევიტანე....
–ღმერთო თამუნა დეიდა ... დიდ ბოდიშს გიხდით ჩემი უაზრო გამოხტომის გამო , მაგრამ ხომ გესმით ახლა...
–არ არის ანი საჭირო ახსნა. ყველაფერი გასაგებია, არ ინერვიულო. გაიცნობ გიორგის და მერე მიხვდები რატომ დაგემართა ასეთი რაღაც..
თამუნდა დეიდამაც გაიცინა..
–კარგით. იცით რაზე დაგირეკეთ?
–გისმენ !
–დღეს გიორგისგან წერილი მივიღე...
–მართლა? შენც?
–თქვენც გამოგიგზავნათ?
–კი ანი.. დღეს დილას მოვიდა ჩემთანაც...
–დიახ ! მაგისთვის დაგირეკეთ ...
–ახლა , რახანც გაიგე , რომ გიორგი კარგად არის .. იქნებ აქ...
–არა თამუნა დეიდა მაგაზე ჯერ არ ვფიქრობ. აქ მირჩევნია !
–კარგი ანი ძვირფასო .. თავს გაუფრთხილდი...
–ნახვამდის !
ტელეფონთან კიდევ რამდენიმე ხანს ვიდექი ბოლოს გადავწყვიტე ნინისთან და სახლში დარეკვაა... რა თქმა უნდა კვლავ იგივე რეაქციები და იგივე შეძახილები მათი მხრიდან , როგორც ეს მანამდე იყო.. ნინისაც და ჩემს ოჯახსაც გიორგის წერილის ამბავი უზომოდ გაუხარდათ და მათაც იგივე კითხვა დამისვეს ვაპირებდი თუ არა ახლა დაბრუნებას , მაგრამ იგივე პასუხი გავეცი რაც თამუნა დაეიდას და საბას... ბოლოს დავემშვიდობე და საბასკენ გავემართე...
–სად ხარ აქამდე გადნა ნახევარი ნაყინი..
–უი .. შენ მაინც გეჭამა..
–არა . ! შენ გელოდებოდი !
–კარგი გასაგებია,
მაგიდას მივუჯექი და ნაყინს ჭამას გემრიელად შევუდექი...
–კიდევ ხომ არ გინდა?
–კარგი რა საბა მეტს რაღა მაჭმევს,,!
–ეგ ისე კარგად მიირთვი .. ვიფიქრე,,.
–არა არა ...
საბამ ჩაიცინა. უკანა ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და თავაზიანად მითხა..
–ხომ შეიძლება...
–მე რატომ ეკითხები ..
–რავიცი. ვიფიქრე არ შეწუხდეს თქო..
–ასეც ნუ იზრუნვებ ჩემზე..
–კარგი,,
–გავიდეთ ხო,
–ასე მალე?
–ძალიან გადავიღალე სახლში წასვლა და დასვენება მინდა !
–კარგი როგორც იტყვი.. მე გადავიხდი და..
–ქვევით დაგელოდები ..
–კარგი..
გარეთ გავედი თუ არა მზის სხივეს სახე შევუშვირე.. თხელი ჟაკეტი გავიხადე და წელზე შემოვიკარიი...
–აი მეც მოვედი...
–წავედით..
–მანქანის კარი თავაზიანად გამიღო და შემდეგ საჭეს მიუჯდა.. გზაში არცერთს ხმა არ ამოგვიღია. სახლის კარამდე მიმაცილა ლოყაზე თავაზიანად მაკოცა და წავიდა..
სახლში შევედი..იქაურობა ცოტა მივალაგე და საძინებელში ავედი.. შხაპი მივიღე და ლოგინზე წამოვწექი...
გვერდი ათასჯერ ვიცვალე, ვერ ვისვენებდი , სულ გიორგიზე ვფიქრობდი, როგორ უეცრად გამოჩნდა, გული ისევ გამითბო , მაგრამ მაინც .. მაინც მაკლია რაღაც.. მისი სიახლოვე. მისი სითბო. მისი თვალები.. მისი ჩახუტება და მისი სიყვარულით სავსე გამოხედვა...თვალები დავხუჭე ... ნელ ნელა მოვითენთე .. რამდენიმე წუთში ჩამეძინა კიდეც....
უკვე ბინდდებოდა თვალები , რომ გავახილე... საშინელი სისუსტე ვიგრძენი, თავის წამოწევაც კი მიჭირდა. პირი საშინლად მიშრებოდა და ყელი მეწვოდა,,, ერთიანად ვცახცახებდი, საათისკენ გავიხედე და უკვე 8 ის ნახევარი იყო... ოდნავ წამოვჯექი, მაგრამ კვლავ საწოლისკენ დავეცი... ისევ მიმეძინა , მაგრამ უეცრად შუბლზე ცივი ხელი ვიგრძენი და ოდნავ გამოვფხიზლდი.
–ანი ანი? კარგად ხარ? იწვი ისეთი ცხელი ხარ !
როგორც ჩანს მაღალი სიცხე მქონდა.. თვალები ოდნავ გავახილე . გაურკვევლად მაგრამ მაინც ვხედავდი თბილ , ოდნავ შეშინებულ , ნაცნობ თვალებს !