გაზაფხულის თბილი დღე იდგა.ადრეული აპრილის სურნელება ათბობდა არემარეს.დროდადრო მონაბერი ქარი გასაშლელად აფეთქებულ ფოთლებს მწვანე კვირტებს უდროოდ წყვეტდა ტოტებიდან,ჰაერში აფარფატებდა,შემდეგ მიწას ანარცხებდა.მიწა კი,ცხედართა სავანე,ღებულობდა თავის წილს...არა,არ იყო სიკვდილის დრო...
ეზოში გაზაფხულის დედოფალი ატამი ყვაოდა ვარდისფრად.მხიარული ახალგაზრდობა და შეყვარებული წყვილები ტკბებონენ ბუნების გაღვიძებით,უცბათ თითქოს ქუჩა დადუმდა.სამგლოვიარო პროცესი ნელა მიიწევდა წინ.მგლოვიარეთა შემზარავი ხმები და შავი სამოსელი აუფერულებდა გაზაფხულის სილამაზეს.მოსეირნე წყვილებს თითქოს საკუთარი ბედნიერების რცხვენოდათ დადუმებულები უხმოდ აყოლებდნენ თვალს პროცესს რომელსაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა,ლამაზი ცოლ-ქმარი მიუყვებოდა,მათ სახეზე უზომო მწუხარება ისახებოდა.
-რატომ?!-ჩაიჩურჩულა მამამ.
-რატომ?!-კვნესოდა სასოწარკვეთილი დედა.
ქარმა თეთრი სუდარა ააფრიალა,კუბოში 20 წლის ლამაზი ბიჭი იწვა...
არადა,არ იყო სიკვდილის დრო!!!
პროცესია სასაფლაოს მიუახლოვდა,ცხედარი პირღია სამარესთან დაასვენეს...
მიწა არ კითხულობდა-რატო,?!
მიწა ცხედართა სავანე,ღებულობდა თავის წილს...
სასაფლაოსთან 18 წლის გოგონა იდგა,ხელში ბდღვიალა ტიტების თაიგული ეჭირა,უკანასკნელი საჩუქარი უნდა მიეძღვნა საყვარელი ადამიანისთვის,გოგონა რამდენიმე წამით გაირინდა,იხსენებდა შარშანდელ გაზაფხულს..
მაშინ ქალაქი სიყვარულის დღეს აღნიშნავდა.ახალგაზრდებით სავსე ბაღში ყველა გოგონას ყვავილების თაიგული ეჭირა ხელში,მისთვის ჯერ არავის მიურთმევია ყვავილები,არც არავისგან ელოდა,მაინც შევიდა ბაღში,უმიზნო ხეტიალის შემდეგ შინ წასვლას აპირებდა,როცა უეცრად უცნობმა ბიჭმა წითლად მობდღვიალე ტიტების თაიგული გაუწოდა,სიყვარულის დღე მიულოცა...
შემდეგ იყო შეხვედრები...კაფეები...დიდი სიყვარული...იმედები...გეგმები...და უეცრად საავადმყოფო...საბედისწერო დიაგნოზი...შიდსი...ერთჯერადი სიყვარულის შედეგი...მკვდარი იმედი.
გოგონამ ხელი გაუშვა ყვავილებს,ისინი კუბოს დაეცა,ეს უკანასკნელუ საჩუქარი იყო..საოცრად ლამაზი იყო ტიტები...უფრო ლამაზი -ბიჭი...
რატომ?!-წაიჩურჩულა გოგონამ.
მაწა არ კითხულობდა რატომ?!
გოგონა შებრუნდა და ლა,აზი ბიჭის აჩრდილი გაიყოლა მომავლის გზებზე.არადა არ იყო სიკვდილის დრო..ირგვლივ გაზაფხულის სურნელება იდგა...