–თორნიკე რას ნიშნავს გაქრაა?
–პალატაში ვიყავი ... არ არის !
–სხვა პალატები?
–ყველა პალატა დავიარე ანი , ვიფიქრე იქნებ ვიპოვო თქო , მაგრამ ვერსად ვნახე, არ მინდოდა შენი შეშინება და...
–მოიცა ერთ წუთს მამას დავუძახებ ... ქვევით არის ჩასული და იქნებ დაგვეხმაროს...
სახე მთლიანად წამეშალა , ცოტაც და შეიძლება თორნიკეს ხელებშიც ჩავვარდნოდი , ძალა გამომეცალა ორგანიზმში და მთლიანად დავბუჟდი ... ძალიან გავნერვიულდი , თავში არანაირი აზრი არ მიტრიალებდა იმის დასამტკიცებლად, რომ მცოდნოდა სად შეიძლება ყოფილიყო გიორგი. კიდევ ერთხელ მის დაკარგავს ნამდვილად ვერ გადავიტანდი. როგორ შეიძლებოდა ახლა გიორგის გარეთ გასვლა , სრულიად მარტო გამაბრუებელ ფიქრებთან და ათას დარდთან ერთად .... ყველაზე დიდი უსამართლობა ახლა გიორგის გარშემო ტრიალებდა.. ვინ იცის სად იყო დარდის ჩასახშობად ... მარტო , ბედს მინდობილი ...
თვალებზე ისევ ცრემლი მომადგა... საშინელებაა , როდესაც ყელზე ბოღმა გაწევს და გინდა ერთიანად ამოანთხიო , თუმცა მაინც გაკავებს რაღაც ... ამდენი ხნის შემდეგ ჩემდა გასაკვირვად თავი ხელში ავიყვანე და ცრემლები გავაჩერე მხოლოდ იმიტომ , რომ ცივი გონებით მეაზროვნა და გიორგისათვის მიმეგნო .... ყოველგვარი პანიკის გარეშე .
თორნიკეს ხელი ჩავავლე და პირველი სართულისკენ გავვარდი...
–დაიცა ანი ხელს მასე ნუ მიჭერ ...
–ძალიან ვნერვიულობ თოკო !
–მესმის , მაგრამ არ ინერვიულო ვიპოვით ...
–მობილურზე , რომ დავურეკოთ ? ეგ როგორ ვერ მოვიფიქრეთ..
თორნიკემ საეჭვოდ შემათვალიერა სანამ ლიფტს ველოდებოდით და ბოლოს ხელი ჯიბისაკენ წაიღო , იქიდან კი გიორგის მობილური ამოიღო...
–ანი შენ არ მომეცი შეინახე გიორგის ექითანმა ამოუღო ჯიბიდან და თუ რამეა უპასუხეო?
–ა ხო.. სულ ამომივარდა თავიდან. ეს დღეებია ისედაც ძალიან ვარ არეული...
ხელი შუბლთან მივიტანე და ამოვიოხრე..
თორნიკეს სახე დაემანჭა , აშკარა აღელვება იკითხებოდა მისი თვალებში ... ბოლოს კი ხელი დამადო მხარზე და მითხრა !
–ვიპოვით !
ნაძალადევად გავუღიმე და ამ დროს ლიფტის კარიც გაიღო. იქიდან კი მოულოდნელად მამა გამოვიდა .
–მამა ! ახლა შენთან მოვდიოდით ....
აკანკალებული ხმით ვუთხარი .. აზრებს ძლივს ვალაგებდი თავში ,,, თავს ძლივს ვიკავებდი , რომ ყველასგან გაუფრთხილებლად ყვირილით არ გავვარდნილიყავი გარეთ და ყველა კუთხე – კუნჭული დამევლო , რომ გიორგის მენახა !
–რა სახე გაქ? მოხდა რამე?
გამჭოლი მზერა მომაპყრო და გამომცდელად შემომხედა.
–ბატონო ალექსანდრე !
დაიწყო თორნიკემ . მამა რამდენიმე წამს კიდევ მე მიყურებდა, ბოლოს კი მზერა თორნიკესაკენ გადაიტანა ...
–ხო თორნიკე გისმენ !
–გიორგი პალატაში არ არის !
–რას ქვია არ არის?
–ხო , რომ შევედი და იქ არ დამხვდა !
–და რას უდგახართ ? სხვაგან ვერ ნახეთ? ამხელა საავადმყოფოში სად დაიკარგებოდა?
–საქმეც ეგ არის , რომ ყველგან ვნახეთ , მაგრამ ...
–ანი ? მთელი დღეა დერეფანში ზიხარ და სად გაიპარებოდა?
–არ ვიცი მამა . ექთანმა პალატაში არ შემიშვა და ჩემსკენ არ გამოუვლია ! არაფერი ვიცი მამა არაფერიი ...
ჩემს ხმაში უფრო და უფრო შესამჩნევი ხდებოდა , შიში და აღელვება , ბოლოს თავი კვლავ ვერ შევიკავე და ცრემლებმა თავისდაუნებურათ დაიწყეს ლოყებზე ჩამოსვლა ...
–ნუ ტირი ანი ! ასე ევრ ვუშველით ... მოკლედ! რაღაც მოვიფიქრე !
–რა ?
თავი ავწიე და მამას მივაშტერდი .
–ამ საავადმყოფოს უამრავი კამერა აქვს ! ჩავალ დაცვის ოთახში და ვთხოვ უკანასკნელი საათების ჩანაწერები მანახონ. რამეს აუცილებლად გავარკვევ !
–მამააა !
წამოვიყვურე და მისკენ გავექანე !
–მეც წამოვალ ...
–არა თორნიკე შენ ანისთან დარჩი ! მალე დავბრუნდები ...
მამა შეტრიალდა და ლიფტი გამოიძახა , მე და თოკომ ერთმანეთს გადავხედეთ და კვლავ მოსაცდელისაკენ გავემართეთ. სკამებზე ჩამოვსხედით და დაველოდეთ მამას დაბრუნებას !
ლოდინი იმაზე მეტ ხანს გაიწელა ვიდრე წარმოვიდგენდი... თორნიკე ათჯერ მაინც წამოდგა ფეხზე. მეც მოუსვენრობამ შემოპყრო.. ავდექი და აქეთ იქით დავიწყე სიარული. ბოლთას ვცემდი და თან ათას რამეზე ვფიქრობდი. უფროსწორედ ერთ ადამიანზე , რომლის გარშემოც ტრიალებდა უამრავი რამ ....
მოულოდნელად ჩემს უკან ფეხის ხმა მომესმა . შევტრიალდი და დავინახე , როგორ მოდიოდა მამა ჩემსკენ ...
თორნიკეც ჩვენსკენ გამოემართა .. ორივე მოუსვნენრობამ შეგვიპყრო...
მამაჩემი კი როგორც ყოველთვის არ ჩქარობდა საუბრის დაწყებას .. გვიყურებდა და ელოდა , როდის მოვრჩებოდით 3 წლის ბავშვებივით კანკალს !
–ანი ! თორნიკე !
–მამა იტყვი ბოლოს და ბოლსო რა ხდება?
–მართლები აღმოჩნდით .. გიორგი სავაადმყოფოში არ არის ! ვიდეო თვალმა დააფიქსირა , როგორ გავიდა გიორგი საავადმყოფოდან, ტაქსი გააჩერა და წავიდა !
–სად შეიძლება ვეძებოთ ?
–თორნიკე ! მამა ! მე მაქვს რამდენიმე ვერსია !
–აბა გისმეთ !
–მამა უნდა წავიდეთ !
–კარგი დამიცადეთ მანქანას მოვაყვანინებ ჩემს ,,,
–არა მამა ! შენ უამრავი საქმე გაქვს ისედაც , მე და თორნიკე წავალთ ....
თორნიკეს ავხედე ,,
–ხო რა თქმა უნდა .. ჩემი მანქანით წავალთ .. თანაც მეც მაქვს რამოდენიმე ვერსია და გამოგვადგება !
–არა ბავშვებო !
–მამა ნუღარ ვიკამათებთ !
მივედი გადავეხვიე და ვუთხარი ...
–წავედით !
მე დათონიკე საავადმყოფოდან გავედით , თორნიკეს მანქანაში ჩავსხედით და დავიწყეთ რამდენიმე სერსიის ჩამოთვლა , სადაც ამჟამად გვეგულებოდა.. ჩამონათვალში შედიოდა გიორგის ბინა , მაგრამ ცარიელი დაგხვდა.. მეორე ჩვენი საყვარელი ადგილი სადაც ყოველ კვირას დავდიოდით .. მესამე იყო ჩვენი სკვერი , მაგრამ ყველგან იმედი გაგვიცრუვდა და მოლოდინმა არცერთგან არ გაამართლა ..
–აღარ ვიცი სად ვეძებო უკვე !
–ნუ ტირი ანი ! მგონი მე ვიცი ....
გაზს ფეხი მიაჭირა და 15 წუთში ერთ ბართან შეჩერდა ... უკვე შებინდებულიყო , სადაცაა დაღამდებოდა...
მანქანიდან გადმოვედი , თორნიკეს დაველოდე.. იქაურობას საეჭვოდ მოვავლე თვალი და თორნიკეს წარბაწეულმა ვკითხე :
–აქ რა გვინდა?
–როდესაც ცუდ ხასიათზეა , ან ურალოდ ცუდადაა აქ მოვდივართ ხოლმე !
–აა გასაგებია..
თავი გავაქნიე , თითქოს არასასიამოვნო აზრების გასაფანტად და ბარისაკენ გავაბოტე თორნიკესთან ერთად ...
კარი შევხსენით და უამრავი ადამიანის გარემოცვაში ამოვყავი თავი...
თვალებს აქეთ იქით ვაცეცებდი , ვეძებდი , მაგრამ ვერ ვპოულობდი.. უეცრად თვალი მოვკარი ნაცნობ სილუეტს.... რამდნეიმე მამაკაცი ოდნავ მოფარებოდა , მაგრამ ამ თვალებს 1000 ადამიანის გარემოცვაშიც გავარჩევდი....
ხის მაგიდას გიორგი მიჯდომოდა , თავი დაეხარა და წინ დიდი ბოთლით არაყი ედგა ... ხანდახან წააოწევდა თავს და ცრემლებს იწმენდდა... თორნიკეს ხელიწავკარი და ვუთხარიი,,,
–იქ არის !
–მიხვალ?
–ერთად მივიდეთ .. მთავარია არ გაღიზიანდეს !
მე და თორნიკე ერთად გავემართეეთ მისკენ . რაც უფრო ვუახლოვდებოდი ნელ ნელა ვამჩნევდი , რომ მაგიდაზე მის მოპირდაპირედ კიდევ ერთი ჭიქა იდგა ... ვიღაცა მამაკაცი მეფარებოდა , რომ დამენახა ვინ იყო ამ ჭიქის პატრონი... როგორც იქნა გამოიწია და დავინახეე ის რისი დანაახვასაც , რომ მეფიქრა ვერასდოს მოვიფიქრებდი..
სიტყვებით შეუძლებელია გადმოვცე რაც იმ წუთას ჩემს გულში დატრიალდა...
მის წინ სკამზე ერთი ქერა გოგონსა იიჯდა ზედმეტად ვილგარულ ტანსაცმელში გამოწყობილი... დეკოლტე ბოლომდე ჩაეხსნა და მისკენ გადაწეულიყოო. ხელს ხან ლოყაზე ადებდა ხანაც მხარზე. გიორგის კი თავი არც კი აუწევია.
შესაძლოა ის იქ აეკიდა , თუმცა ასეთ მომენტებში , ხომ ადამიანი ცუდის მეტზე არაფერზე ფიქრობს !!!მართალია ახლა მისგან არაფერი იქნებოდა გასაკვირი. ახლა ის გონებით არ აზროვნებდა. ახლა ის მინდობილი იყო ინსტიქტებს მაგრამ ... არა არაა !!!
სწრაფი ნაბიჯებით გავემართე მისკენ . მივაჭერი და მკაცრი გამომეტყველებით მაგიდის წინ ავიტუზე...
გოგონამ ამომხედა და ცალყბად ჩაიცინა ! გადავხედე და მკაცრი მზერა ვესროლე .. გიორგიმ თავი აწია და ზღვისფერი , ცრემლიანი თვალები მონმანათა ! გოგონას ხელი აუქნია და წამოდგა !
–ანი ! ჩემო სიხარულო !
ჩემსკენ გამოიწია , თუმცა მე უკან დავიხიე. გიორგის გამომეტყველება შეეცვალა , თუმცა არაფერიი უთქვამს.... ქერათმიანი გოგონა წამოდგა და გიორგისთან მივიდა...
–ეს ვინ არის?
ისე თამამად კითხა მეც კი შემეპარა ეჭვი სხვა გიორგისთან ხომ არ მოვედი თქო.. გიორგომ კიდევ ერთხელ აუქნია ხელი ,თუმცა კვლავ დუმდა.. მთვრალს არ გავდა , ისევ გამოიწია ჩემსკენ,
მე დინჯად და მოკრძალებულად გავიწიე მაგიდსაკენ ღვინით სავსე ჭიქას ხელი დავავლე და იმ ქალბატონს პირდაპირ თავზე გადავავლე ...
–ძუკნა!
მივახალე და გარეთ გამოვვარდი !
ხალხში გზას ძლივს ვიკვლევდი...
კარებს მივაწყდი და ქუჩაში ავღმოჩნდი...
ცრემლები ღაპა ღუპით მსდიოდა..
სველ ასფალტს გავუყევი... უეცრად ნაბიჯების ხმა მომესმა ჩემს უკან . არც კი შევტრიალებულვარ ისე გავნაგრძობდი სიარულს და ჯიუტად მივაბოტებდი ...
მოულოდნელად ვიგრძენი ძლიერმა ხელმა , როგორ დამიჭირა და თავისკენ შემაბრუნა,,,
კვლავ ჩემს საყვარეელ თვალებს შევეჩეხეე , რომლის გამოც ყველაფერზე ვარ წამსვლელი ....
–ანი შენ თავს ვფიცავარ არც კი ვიცი ვინ იყო ის გოგო,,,,
–....
–ანი ხმა გამეციი !!!
–...
–ანი ! გეფიცებიი.. არც კი შემიხედავს , იმითაც არ დავინტერესებულვარ , ვინ იყო და რატო მომიჯდაა...
გიორგის ცრემლები მარწმუნებდა მის გულწრფელობაში ... ვეღარ მოვითმინე და გულზე მივეკარიი !
–გიორგი ! არც კი ვიცი ! მაპატიე შენში ეჭვი არ უნდა შემეტანა !
–არაუშავს ! ძალიან გთხოვ შენ მაინც არასდროს მიმატოვო !
–არა გიორგი...
ავხედე და სახეზე მივაშტერდი !
–არ მჯერა , რომ დედა ...
–გიოგრი არ გინდა გიორგი !
–დამპირდი ანი ! დამპირდი , რომ არასდროს მიმატოვებ !
ნერწყვი გადავყლაპე, გავიღიმე და ვუთხარი !
–გპირდები !
გიორგის მივეკარი და ასე ვიდექით დიდ ხანს ,,, ვიდექით , მანამ , სანამ მოულოდნელად გულის განმგმირავი , გასროლის ხმა არ ჩამესმა ყურებში !