♥ ℒℴѵℯ ♥
– გამარჯობა, როგორ ხარ?
– კარგად… ჩვენ ადრეც შევხვედრილვართ?
– კი, აღარ გახსოვარ?
– არა, იცი… სიმართლე გითხრა, არა…
– არა უშავს, ხდება ხოლმე ეგრე…
– ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ვერ გიხსენებ…
– არაფერია.
– არა, როგორ არაფერი, მე ჯერჯერობით მეხსიერება არ მღალატობს და რატომ ვერ გიხსენებ, არ ვიცი…
– შეიძლება, ნასვამი იყავი და მაგიტომ.
– მე საერთოდ არ ვსვამ… უკაცრავად და სად გნახე?
– რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ვერ გამიხსენებ…
– იქნებ, აღგიდგინო მეხსიერებაში! რამეზე გვისაუბრია მაშინ?
– კი, როგორ არა!
– რაზე?
– შენს თავზე მიყვებოდი.
– ღმერთო ჩემო! ნუთუ გავგიჟდი?! მომკალი და ვერ გიხსენებ!
– ეგ არაფერი…
– რას ქვია, "არაფერი”! მე მგონია, რომ ფსიქიკაში პრობლემები არ მაქვს და შენ საპირისპიროს მაფიქრებინებ! იქნებ, შენ გეშლები სხვაში?
– არა, ნამდვილად შენ იყავი.
– და როდის მნახე, რამდენი ხნის წინ?
– იქნება, ასე ერთი კვირა…
– არა რა! ახლა გავგიჟდები! საოცარია პირდაპირ! მართალია, ძალიან ცუდად
ვიმახსოვრებ სახეებს, მაგრამ არ მაქვს ასეთი მოკლე მეხსიერება, რომ ერთ
კვირაში ადამიანი დამავიწყდეს!
– რახან არ გახსოვარ, ესე იგი, მოკლე მეხსიერება გაქვს.
– გთხოვ, მითხარი, რაზე გესაუბრე მაშინ, მითხარი, გთხოვ!
– იცი, მე მაგვიანდება… უნდა წავიდე…
– არ წახვიდე! ჯერ მითხარი და მერე წადი!
– ჩვენ მხოლოდ რამდენიმე წუთს ვსაუბრობდით.
– და იმ "რამდენიმე” წუთში რაზე ვისაუბრეთ?
– შენ მითხარი, რომ მოხალული თხილი გიყვარს…
– თხილი?
– ხო, თხილი…
– თხილი მართლაც მიყვარს, მაგრამ ამას რატომ გეტყოდი?!
– ჩვენ ბარში გავიცანით ერთმანეთი და იქ მოხალულ თხილს მიირთმევდი.
– მართლა?
– კი, მართლა! აბა, ტყუილის თქმა რაში მჭირდება! კარგი, მაგვიანდება, წავედი…
– მოიცადე! მგონი… რაღაც მახსენდება! კი, კი…
– ძალიანაც კარგი! ახლა შეიძლება წავიდე?
– კი, მაგრამ მაინც ვერ გაგიხსენე…
– არა უშავს, ესე იგი, არ ვარ დასამახსოვრებელი, ესე იგი, არც უნდა გეცანი… შენ მე არ მიცნობ… ნახვამდის!
"გულმავიწყი” ადამიანი მარტო დარჩა ქუჩის შუაგულში და გაშტერებული
უყურებდა მიმავალ "უცნობს”, რომელიც ამტკიცებდა, რომ სულაც არ იყო მისთვის
"უცნობი”… ცოტაც და ის სიმწრისგან იტირებდა იმის გამო, რომ ყველაფერი ასე
ადვილად ავიწყდებოდა… იმის გამო, რომ ასე მშვიდად ითმენდა ამას მთელი ეს
დრო, თავს იტყუებდა, თითქოს ყველა ახსოვდა…შეეგუა იმას, რომ გარდაცვლილი
ახლობლების სახეები სულ აღარ ახსოვდა, რომ დიდი ხნის უნახავი მეგობრებიც
კი აღარ ახსოვდა… მას მხოლოდ მათი სახელები და გვარები არ "წაშლოდა”
ავადმყოფი მეხსიერებიდან, სახეები კი ამოშლილი იყო… ზოგის სახეზე ნათელი
ღიმილი უნდა ყოფილიყო, ზოგისაზეც მოჭმუხნული და უკმაყოფილო
გამომეტყველება, მაგრამ "გულმავიწყს” არაადამიანურად მოუნდა მათი
გახსენება… "ვერა, ვერ გიხსენებთ…” – ფიქრობდა კაცი.
მას, ალბათ, თავის თავიც აღარ ემახსოვრება მალე… თუ უკვე არ დაავიწყდა…