კიდევ ერთი ღამე

  • კატეგორია:
  • კიდევ ერთი ღამე გათენდა თეთრად და იმ იმედთა შავ ნაცართან, რომლებიც კიდევ ერთმა დღემ მოკლა! რამდენ რამეზე მეფიქრება და უფრო მაინც შენზე, ისევ გაიბლანდება ფიქრები სიტყვათა ლანდების აბლაბუდაში…სულ ვწერ და სულ ვამბობ ბევრ რამეს, მაგრამ ყოველთვის უფრო მეტს და ორმაგს და სამმაგს ვგრძნობ… სიცოცხლე მძულს, მაგრამ სიკვდილიც არ მინდა… აღარაფერი მაშინებს, უბრალოდ არ ვიცი რა ვქნა და როგორ და ან რატომ… არა რატომ ვიცი, მაგრამ ეს რატომ კვლავ და ისევ და ამჯერადაც ისე აბსურდულია როგორც ყოველი წერტილი და მძიმე, რომელიც არ დამისვამს მე დღეს და ეხლა და ამ მომენტში ფურცელზე და ცხოვრების ხვეულ და ხანდახან შიგადაშიგ სწორ გზაზე… მზე ამოვა მალე, მოჰფენს სამყაროს სხივებს და მე იმ ადამიანების შემშურდება, საოცრად თეთრად და საოცრად შავად შემშურდება ყველა იმ ადამიანის ვინც ეხლა გაიღვიძებს მასთან ერთად ან დაიძინებს მასთან ერთად, იმათთან ერთად ვინც მათვის ისაა… მგელის ყმუილს ჰგავს გამოუთქმელი სიტყვების გზაარეული ფრაზები… ნეკნებ დალეწილ, ქუჩაში დაგდებულ, სისხლის გუბეში დასვენებულ ცხედარს ჰგავს და მომაგონებს და არ მინდა რომ ასე იყოს მაგრამ მაინც სწორედ ესაა ამ მომენტში თითოეული ჩემი გრძნობის ბედი და რეალობა… ბედისწერა ნაგავია, მაგრამ ის ნაგავია, რომელშიც გამოსავალს ვეძებთ… ცხოვრება არის ის კარნავალი, რომელზეც ბევრი ოცნებობს, მაგრამ არავის უნდა… თვალებს ვხუჭავ ხოლმე და წარმოვიდგენ მე კუბოში და გარშემო ბევრი ხალხი, მასა, ბრბო, ე.წ. საზოგადოება, სუბიექტურ არსებებად ქცეული ხალხი… მერე მათი ვითომ ობიექტური მათი აზრები და მერე სხვადასხვანი ჩემს ადგილას ამ კუბოში და ისევ მათი აზრები და აზრები… შენ იცოცხლებ! არ მაინტერესებს შენ რა გინდა, ეს ის შემთხვევაა როცა არ მაინტერესებს… მე შენ გეტყვი ერთს და ეს ერთი იქნება ის რომ შენ იცოცხლებ! წამსვლელი წავა, მაგრამ შენ არა… მეც დავრჩები თუ გინდა, თუ გინდა წავალ, ისე იქნება როგორც საჭიროა ალბათ… კიდევ ერთი ღამე დამათენდა და მალე კიდევ ერთი დღე დამაღამდება და მერე იქნება ისევ ფიქრნი და ოცნებანი რეალურსა და არარეალურზე და საბოლოო ჯამში მაინც მასზე… გავჩუმდები… დავყუჩდები… გავიცრიცები… გაცრეცილ სხეულს არ სტკივა, მას უბრალოდ სცივა, სცივა იმიტომ, რომ უწევს ყოველ დილას განათევებზე დაიძინოს მარტომ… გაჩუმებულ სხეულს არ უნდა სხვა, მას უნდა ის, მაგრამ უნდა სულ სხვანაირად… გაყუჩებულ სხეულს ორმაგად სტკივა, მან იცის რომ სცადა აღარ სტკიებოდა, მაგრამ არ გამოუვიდა… იცოდე წახვალ, წამოვალ, ანუ ერთად წავალთ… ორი რთული ერთი მარტივია ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ და უფრო ხშირად ერთი მარტივი ორ რთულზე რთულია და თან მარტივია ესე შესახედავად, მაგრამ სინამდვილეში… მე კი ისევ და ისევ და ამჯერადაც გავჩუმდები… დავყუჩდები… გავიცრიცები… გაყუჩებულ გულსაც ორმაგად სტკივა რადგან ის ისევეა როგორც სხეული და ზოგჯერ და ხშირად სამმაგადაც… გაჩუმებულ გულს გული არ ჰქვია, ეს აბსურდია… გაცრეცილი გული კაია, მალე ეღება ბოლო, იმაზე სწრაფად ვიდრე შეძლებ თქვა სტოპ… ისევ დამათენდა და დამაღამდება… ეხლა კი მოდი არც არაფერი… დავიღალე ისევ… მჭირდები…