საბედისწერო ხუმრობა
რეზო სკოლას ამთავრებდა. იგი ძალიან სიმპათიური ბიჭი იყო, მაგრამ ამაყი. ნიას არ იცნობდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ მას სკოლაში ყველაზე პოპულარული ბიჭი მოსწონდა.
ერთხელ, აპრილის პირველ დილას რეზომ ნიას გაკვეთილზე მიაკითხა. კლასიდან გამოსული გოგონა დაბნეული იყო, თუმცა ცდილობდა გრძნობა დაემალა. ნია და რეზო გრძელ დერეფანს გაუყვნენ და სკოლის ხიდზე გადავიდნენ. ნიას გული გამალებით უცემდა და არ იცოდა როგორ დაარღვევდა უხერხულ სიჩუმეს. ამ დროს ხელზე ხელის შეხება იგრძნო, გამოერკვა, რეზოსკენ მიბრუნდა, ძალა მოიკრიბა და...
- რა, რა მოხდა რეზოი
- ნია იცი?!...თქვა მან და ქურთუკიდან ლურჯი იების თაიგული ამოიღო თეთრი დაკეცილი ბარათით. - დიდი ხანია მინდოდა მეთქვა , რომ...
ნია გამოერკვა, სასწრაფოდ ტუჩზე თითი მიაფარა და თვალებში ჩახედა, თვალებში, რომლებშიც სიამაყე ბატონობდა. ოცნებაახდენილმა გოგონამ კი იქ სითბო და სიყვარული დაინახა. სიყვარულით გაბრუებული მიეყრდნო შეყვარებულის მკერდს და ჩაიჩურჩულა:
- მეც რეზო, მეც დიდი ხანია მიყვარხარ!
რეზო შეკრთა ამ სიტყვებზე და საათს დახედა.
- მაპატიე, მეჩქარება, წამოიძახა და სწრაფი ნაბიჯით გასცილდა იქაურობას.
ნიას მისი სიტყვები აღარ გაუგონია, სიყვარულით გაბრუებული ჩურჩულებდა გულში " გმადლობთ თქვენ უფალო" . რამდენიმე წუთს კიდევ იდგა ასე და უეცრად ზარის ხმამ გამოარკვია, მიხვდა, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში ხდებოდა, რომ გული უჩქარდებოდა და მოცელილივით დაეცა...
როდესაც გონს მოვიდა ექიმის კაბინეტში იწვა და თავს უამრავი მასწავლებელი და მოსწავლე ეხვია. ავადმყოფმა სწრაფად გაიხსენა რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ამბავი, გაიღიმა, წამოიწია და ნაცნობებში სასურველ ადამიანს დაუწყო ძებნა. რომელიღაც კუთხეში რეზოს ლანდს მოჰკრა თვალი, თავი ძალიან ბედნიერად იგრძნო და ჩაიჩურჩულა: " გმადლობთ ღმერთო, მე ძალიან ბედნიერი ვარ" . მალე წამოდგა და მიუხედავად ექიმის დაჟინებული თხოვნისა ვინმე გაჰყოლოდა სახლში მაინც მარტო წავიდა. ასეთი მხიარული ნია დიდი ხანია მშობლებს არ ენახათ. ყველაფერს ხალისით აკეთებდა, პატარა გოგოსავით ერთი ოთახიდან მეორეში დარბოდა და ღიღჲნებდა. მხოლოდ ერთი უცნაურობა შეამჩნია დედამ, თითქმის ორი საათი გავიდა სკოლიდან დაბრუნებიდან და ჯერ არცერთი საგანი არ ჰქონდა ნასწავლი. ცოტა ხანში ნიას მშობლები წავიდნენ და ნია მარტო დარჩა სახლში.
ნია ფიქრობდა თავის თავზე, რეზოზე, მომავალზე, რომელიც ჯერ ვერც კი წარმოედგინა როგორი იქნებოდა. ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოარკვია, სასწრაფოდ აიღო და როცა რეზოს ხმა გაიგო დაიბნა, ხმა ვერ ამოიღო, არც რეზოს უთქვამს რამე, მაგრამ პირველი მაინც ბიჭმა იმარჯვა და ნიას გასაოცრად ლაპარაკი ბოდიშით დაიწყო.
- ნია ბოდიში უნდა მოგიხადო, გესმისი ბოდიში. ხომ მაპატიები მითხარი რომ მაპატიე!
- რას ამბობ რეზო,საპატიებელი არაფერი გაქვს, მე უბრალოდ ეს მეტისმეტი სიხარულით მომივიდა, მე აგაღელვე, მაპატიე კარგიი
- რეზო დაიბნა, მაშ ნიამ ჯერ არაფერი იცისი ე.? ჯერ არ უნახავს იებში ჩადებული თეთრი ბარათი.
- ნია!
- გისმენ რეზო!
- ნია იები შენ გაქვსი
- იებიი წამოიძახა გოგონამ. მის გონებაში მხოლოდ ეხლა ამოტივტივდა ლურჯი იები თეთრი ბარათით, შერცხვა რეზოსი, რომ ასე დაიცვა მისი პირველი საჩუქარი. " ლურჯი იები" ?! მაპატიე მეჩქარება, მე ვიცი სადაც იქნება იები, ვიცი!. წამოიძახა უცებ, სასწრაფოდ ჩაიცვა ქურთუკი, კარი გაიხურა და კიბეზე ფეხისდაუდგმელად ჩარიბინა სამი სართული და რამდენიმე წუთში თავის საკლასო ოთახში იყო, სადაც დარჩენილი ლურჯი იები ელოდა. ნიას პატარა გული ამოვარდნაზე ჰქონდა, ვეღარ სუნთქავდა. ბოლოს მაგიდაზე ობლად მიგდებულ იებს მოჰკრა თვალი და მოწყვეტით დაეშვა სკამზე, თავი ჩაღუნა და მისი თვალებიდან სიხარულის ცრემლები წამოვიდა.
როდესაც ცოტა მოღონიერდა წამოდგა, იები აიღო და ნელი ნაბიჯით დატოვა სკოლის კედლები. ქუჩაში გამოსულმა ბარათის გახსნა არ მოინდომა, ნიას უნდოდა წაკითხვა, მაგრამ რაღაც ძალა აკავებდა. ბოლოს დასძლია ეს ძალა და ბარათი წაიკითხა: " დგეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია" . ნია მაპატიე, მე შენ არასოდეს მყვარხებიხარ, მხოლოდ ვიხუმრე, დღეს ხომ პირველი აპრილია, იმედია გამიგებ.
( რეზო)
ნიას თვალთ დაუბნელდა, თავზარი დაეცა, გული გამალებით უცემდა, ეგონა თითქოს ყველა გამვლელი მას დასცინოდა. ნია კარგა ხანს იდგა გაქვავებული, არ იცოდა საით წასულიყო. არეული ნაბიჯით გაუყვა ვიწრო ქუჩას, რომელიც მეტროსკენ მიდიოდა. იგი ტიროდა, ცრემლები სდიოდა ღაპაღუპით გოგონას პატარა თვალებიდან და ისე იხრჩობოდნენ, რომ ვერც გაეგოთ რა ეწერა იმ პატარა ბარათში, რამაც ასე შეუცვალა ნიას სიხარული, ცხოვრება. ნია კი ვერ ხვდებოდა, რომ დიდი სიცოცხლე არ ეწერა მას და მის იებს. იგი ნელა მიაბიჯებდა და ვერ ხედავდა საყვარელ ადამიანს, რომელიც სკოლის კარებიდან გამოსულ გოგონას ლანდივით აჰყვა. ტელეფონით საუბრის შემდეგ რეზო მიხვდა, რომ ნიას საფრთხე ემუქრებოდა და გულმა მისკენ გაუწია, მისდევდა და უყურებდა, აკვირდებოდა და მისი ცრემლების შემყურე თავისი თავი ეზიზღებოდა. სამაგიეროდ ნიას უყვარდა, რომელიც იმ წუთში ანგელოზს ჰგავდა. ოღონდა ეპატიებინა დანაშაული და ეპატიებინა ის, რაც რამდენიმე წუთის ფიქრიდან ხალხის შემზარავმა ყვირილმა, მანქანის სიგნალმა და ნაცნობმა კვნესამ გამორკვია. განწირულმა ჯერ ხალხის შეშინებული სახეები, ხოლო შემდეგ მანქანის სისხლიანი ნაწილი და მიწაზე უსულოდ მწოლიარე ნია დაინახა. წაწსრაფოდ მასთან მივარდა და მომაკვდავს თავი წამოუწია, ნიამ თვალი გაახილა, გაიღიმა, რეზოს შეხედა და ჩაიჩურჩულა :
- რეზო... მე მაინც... მიყ...ვარ...ხარ...
- მეც მიყვარხარ ნია, მარტლა, ხომ გესმისიმითხარი ხომ გესმისი ჩემო სიცოცხლე ხმა გამეცი გთხოვ! ბავშვივით ატირდა რეზო, მაგრამ ნიას მისი სიტყვები აღარ ესმოდა, მაგრამ ნიას სახეს სამუდამოდ შერჩა ღიმილი, რომელიც რეზომ დიდხანს, დიდხანს კოცნა თავისი ბაგით, მაგრამ ვეღარ გაათბო.
- ნია მაპატიე! ჩაიჩურჩულა რეზომ.
- მაპატიე, მაპატიე, მაპატიე... დაიყვირა სამჯერ, მერე წამოდგა, ორიოდე წამში გაირბინა რამდენიმე მეტრი და პირველსავე მანქანას შეუვარდა ქვეშ...
ორიოდე საათში ამ ადგილას ყველაფერი მოწესრიგდა, ორივე მიცვალებული მოაშორეს იქაურობას და ვერავინ შეამჩნევდა ტრაგედიის კვალს, რომ არა იები, ნიას ლურჯი იები, რომლებიც წითლად შეეღება სისხლს...