ხელი მომეცი მეგობარო,რამე მიშველე
თორემ ჩამყლაპა ამ ცხოვრებამ ასე უჩუმრად,
ან ხმა გამეცი დამიძახე ან დამიწერე,
რომ წავიკითხო გავიგონო ან უნებურად.

თავი დაგადო,მეგობარო,მაგრად ვიტირო,
ბოღმა გულიდან ამოვიღო, იქნებ დავმშვიდდე,
მერე წავიდეთ ზღვის ნაპირზე ზეცა ვიხილოთ,
მე ჩაგეხუტო რომ ეს სევდა გადამავიწყდეს.

გული მომეცი მეგობარო,ეგ ტბილი გული,
რომ სამუდამოდ ჩავიხუტო და ჩემთან დარჩეს.
შენგან ნაჩუქარ მოგონებებს სათუთად ვუვლი,
იქნებ ვიცოცხლო მეგობარო,იქნებ გადავრჩე