შენს ქალაქში არაფერი გვაოცებს,
მაგრამ ერთი აქ კი ცხადზე ცხადია,
პოეზია აქ არასდროს მომკვდარა.
შენს ქალაქში კითხულობენ შენს ლექსებს,
შენი რითმის სიყვარულში გართულად,
შენს ქალაქში შენ იცხოვრე ქართულად,
ვაჟკაცურად და არა წარმართულად.
ნუ გგონია შენი ლექსი დაობლდა,
ნუ გგონია რომ ფურცლები დაობდა,
შენს ქალაქში ლამაზია ტაძარი,
შენი მუზა....არ წასულა, აქ არის.
ნუ გგონია რომ სიკვდილით გვშორდები,
ჩემო ნიკო.....ჯერ არ გემშვიდობებით,
შენ ქალაქში მოგვიტანე ფერები,
შენს საფლავთან მოვალთ...მოგეფერებით.
შენ გვაჩუქე სიყვარული ზღვაური,
შენ გვაჩუქე ნიკო გომელაური,
შენს ქალაქში ყველაფერი მოსულა,
შენს საფლავზე...იები ამოსულა
უი საწყალიო....ნათელში ამყოფოსო,
მისი სულიო....დაგვწყვიტა გულიო,
შემეცოდაო.....არ ჰქონდა ცოდვაო,
არც ვინმეს წყენინება...არ იცოდაო.
ვერ ვიჯერებო...გუშინ ვნახეო,
სულ თვალწინ მიდგასო მისი სახეო,
ერთად ვიყავითო, მაშინო... ამ დღესო,
მერე მოჰყვებიან რაღაცა ამბებსო.
გაიცინებენო სევდანარევადო,
ღიმილი შეაშრებათ...... სახეზე ნახევრადო,
მერე მოიწყენენ....აქ არარიო,
ნათელში ამყოფოსო....საწყალიო.
მერე ინანებენ...დროს რა მოჰქონდაო,
მოვფერებოდითო...შანსი ხომ გვქონდაო,
ძალზედ დაგვაკლდაო....გვძულს ეს ფაქტებიო,
მთელი ცხოვრება მოგვენატრებიო.
იცით?!... ეს ყველაფერი უბრალოდ სიტყვებია,
უბრალო სინანულნი....სიტყვებით ითქმებიან,
უბრალოდ დასასრული, უბრალოდ დასაწყისი
სიცარიელისა და.......დანაკლისის.
კაცი რომ მოკვდება....გულებს აკლდებიან,
ზოგისთვის მეტია, ზოგისთვის ნაკლებია,
გულში ყველა მალავს საშინელ ჩანაფიქრებს,
რომელიც სიკვდილის დღეზე ჩაგვაფიქრებს,
ყველასთან მობრძანდება სიკვდილი უკითხავად,
ვერავინ ვერ ავცდებით მას განუკითხავად.
სანამ მოეტევა,სანამ მოეთრევა,
დავფიქრდეთ ერთ რამეზე და დრო ვერ მოგვერევა,
დღეს ხომ ცოცხლები ვართ...მოდით მოვეფეროთ,
ერთურთი შევიყვაროთ ..... ერთმანეთს შევემღეროთ,
თორემ მოვა ის დღე და...გვიკითხავს სადარიო,
შემდეგ კი იტყვიან რომ ....უი, საწყალიო!