მარტო ვარ ისევ
შენზე ვოცნებობ, მხოლოდ შენ გნატრობ
მე შენ მიყვარხარ,შენ გეტრფი მარტო
და ერტად გავლილ იმ დღეებს ვნატრობ
მარტო ვარ ისევ , სრულიად მარტო
მე შენს დანახვას ყოველ დღე ვნატრობ
შენ ჩემში ცოცხლობ ჩემში ხარ მარტო
მე შენს სიყვარულს, დღითი დღე ვნატრობ
შენ ჩემში ცოცხლობ, შენ ჩემში ხარობ
ორმხრივ სიყვარულს ყოველდღე ვნატრობ
მათხოვარივით ხელ გამოწვდილი
თანხმობას ველი, მე შენგან მარტო
ღონე წამართვა მარტოობამ და
სიზმარში მინდა რომ მაინც გნახო
წუთები გარბის, დრომაც გაგვყარა
და, ცხადში მინდა რომ ისევ გნახო
შენ სახეს, ღიმილს ოოხ როგორ ვნატრობ
შენი კისკისი, სურნელი მათრობს
ქუჩაში ვზივარ თვალ ცრემლიანი,
შენს გამოჩენას მე მაინც ვნატრობ
მე და ღამე ვართ ქუჩაში მარტო
უკვე სასმელიც კი ვეღარ მატრობს
შენზე ფიქრებში ღრმად ჩაძინებულს
თეთრი ფიფქები ზეციდან მათოვს