_მოემზადე 2 წუთში გავდივართ. უთხრა ალექსმა, ნიკას და ოთახში შევიდა მარიშკას გამოსაყვანად. როცა ოთახში შევიდა გოგონა ისევ გულწასულ იყო . ხელში ფრთხილად აიყვანა და გარეთ გამოვიდა . ნიკა უკვე საჭესთან იჯდა. ალექსმა უკანა სავარძელზე ნელ_ნელა დააწვინა მარიშკა თვითონ კი წინა სავარძელზე ამჯობინა დაჯდომა , რათა არ შეეწუხებინა გოგონა. _წავედით ! თქვა მბრძანებლური ტონით ალექსმა. მანქანა ადგილიდან მოწყდა . საშინელი სისწაფით მიდიოდა, რათა სწრაფად მისულიყვნენ და ექიმი დროულად მოეყვანათ. _ბიჭო ერთი შეხედე როგორ არის ისევ უგონოდაა? ალექსი მიბრუნდა და დაინახა , რომ მარიშკას ფეხიდან , უკვე სისხლი წვეთავდა და თან სიცხისგან იწვოდა . _სიჩქარეს მოუმატე ! სწრაფად უნდა მივიდეთ. ნიკამ უფროდაუფრო უმატა სიჩქარეს და უკვე ძლივს უჭირდა მანქანის დამორჩილება. მიხვეულ მოხვეული გზა უფრო აფერხებდა ნიკა, მაგრამ სიჩქარეს არ უკლებდა. ერთ_ერთ მოსახვევში სატვირთო მანქნა დახვდა და ძლივს მოახერხა გვერდის ავლა. _ ბიჭო შეიშალე. დაუკელი სიჩქარეს უკვე მალე მივალთ. მალე მართლაც ალექსის სახლს მიუახლოვდნენ. 3 სართულიანი ულამაზესი სახლი იყო. _დროზე ნიკა გააჩერე მანქანა ! ეხლა ამას ავიყვან და დროზე შენ ექიმი გამოიძახე . სწრაფად აიყვანა ოთახში და ჭრილობა ახლიდან შეუხვია. ნიკამ მანქანა ფარეხში შეაყენა და მაშინვე სახლში შევიდა. კიბეები სწრაფად აირბინადა ნიკას ოთახი სწრაფად შეაღო. საბრალო მარიშკას სისხლი აღარ უჩერდებოდა და თან სიცხისგან იწვოდა. ნიკა უკვე ვეღარაფრით უჩერებდა სისხლს. _ დაურეკე ექიმს ? საშინელი ხმით ჰკითხა ალექსმა ნიკას. _რა თქმა უნდა , 5 წუთში აქ იქნება. მალე ექიმიც მოვიდა და იძულებული გახდა იქვე ჩაეტარებინა ოპერაცია მარიშკასთვის. როგორც იქნა ტყვია ამუღეს და ჭრილობა გაუკერეს . სიცხემაც თანდათან უკლო. ექიმის მოსყიდვა არ გასჭირვებია, რადგან პირველი შემთხვევა არ იყო რაც ასეთ დაჭრილებს მკურნალობდა ის. ყველანაირმა საშიშროებამ , რომ გადაიარა ალექსი ოთახიდან გავიდა და მარიშკა თავის სიზმრებთან მარტო დატოვა. _ მეორე დილას საშინელმა ფეხის ტკივიმა გამაღვიძა . ნელ_ნელა თვალები გავახილე და ოთახს თვალი მოვავლე. თანამედროვედ მოწყობილი ულამაზესი ოთახი იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, აქ დარჩენას ცოცხალი თავით არ ვაპირებდი. როგორც კი, ფეხზე წამოვდგებოდი და სიარულს შევძლებდი მაშინვე გავიქცეოდი. გავიდა დრო, ჭრილობა თანდათან მიხორცდებოდა. ალექსი ათასნაირად ცდილობდა გავემწარებინე და ეს რასაკვირველია შესანიშნავად გამოზდიოდა , მან ხომ ყველაზე კარგად იცოდა , როგორ უნდა გაემწარებინა ადამიანი, სისხლს მიშრობდა . დავიფიცე , რომ აუცილებლად გადავუხდიდი სამაგიეროს მეზიზგებოდა მისი ცინიკური სახის დანახვა. რა თქმა უნდა, სულ ჩაკეტილი ვყავდი . სააბაზანოში ვიყავი , ჯაკუზში ვიწექი და გაქცევის გეგმებს ვაწყობდი. და უცებ შესანიშნავი იდეა მომივიდა თავში . რა თქმა უნდა არასოდეს დააპირებდა ჩემს გათავისუფლებას მითუმეტეს თუ თვითონ არ მოუნდებოდა. მხოლოდ ჩემს გამწარებაზე იყო ხოლმე ორიენტირებული. ბევრჯერ ვცადე გაქცევა აქედან, მაგრამ ... ხან რას ჩავარტყავდი თავში და გავიქცეოდი და ხან რას მაგრამ რა თქმა უნდა ბოლომდე მაინც ვერ ვასრულებდი ჩემს გეგმას აი ახლა კი შესანიშნავი გეგმა მომივიდა და თუ გამომივიდოდა აუცილებლად დავაღწევდი თავს აქაურობას და ყველაფერს ვანანებდი იმ დამპალ ალექსს. საკმაოდ გიჟური გაქცევის მცდელობა იქნებოდა, მაგრამ რა ვქნა სხვნაირად აქედან ვერ გავაღწევდი