ხანდახან გინდება რომ თავისუფალი იყო ცხოვრებისგან და იფიქრო,იფირქო თუ რა გაიარე,როგორ გაატარე წლები რომლებმაც გვერდზე ჩაგიქროლეს,გინდა გამოიკეტო ოთხ კედელს შუა... ბევრი წუთია ცხოვრებაში,საათი,წელი რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს,ალბად ის წამი საყვარელ ადამიანებთან ,ოჯახის წევრებთანგაატარე და გახსოვს როგორც „განსაკუთრებული“,მეგობრებთან ... ბევრია ასევე მტკივნეული საყვარელი ადამიანის დაკარგვა,რომლიც ძალიან ახლოა შენთვის,ტირიხარ,დაგინახავს ვიღაც მოვა და ცდილობს განუგეშოს ამ დროს კიმას არ ესმის რას გრძნობ,შეიძლება ისიც კი არ იცის რატომ ტირიხარ,უბრალოდ ხვდება რომ რაღაც მოხდა,არ იცის რომ შეიძლება იმ წამის მომხდარმა ამბავმა შეიძლება შეგძრას არამედ წლების წინ მომხდარმა უბედურებამ შეგახსენოს თავი,შენ კი გულში რაღაც საშინელ ტკივილს გრძნობ,ისეთს რომლის აღწერაც კი შეუძლებელია... ყველა ადამიანი კარგავს ახლობელს,ადამიანს რომელიც ძალიან ძვირფასია მისთვის იყო და იქნება,უყურებს როგორ ეყრება მას მიწა,აანალიზებს რომ ის აღარ არის ,ვეღარასდროს დაიბრუნებს,ვეღარ გაუწვდის ხელს ,რომ წამოსადგომად მიეშველოს,ვეღარ აუშლის ნერვებს,ვეღარ გაეხუმრება მას... „რას არ გავაკეთებდი ,რომ ჩემს გვერდით იყოს,რას არ გავაკეთებ რომ რჩევებს მაძლევდეს,რას არ გავაკეთებდი ,რომ უბრალოდ ჩემს გვერდით იყოს“ ამ დროს ყველაფერს იხსენებ მასთან დაკავშირებით,წარმოგიდგება მისი სიცილი,მისი ნაწყენი სახე,როგორ სასაცილოდ გიბრაზდებოდა,როგორ გიღიმოდა და როგორ გიყურებდა ამაყი თვალბით...
იხსენებ,მაგრამ ვისაც გახსენება არ შეუძლია,ვინ უბრალოდ ცდილობს გაიხსენოს მაგრამ ვერ იხსენებს,არ ახსოვს, არ ახსოვს მისი პირველი დანახვა,არ გაუტარებია მასთან არც ერთი წამი,არ ესიზმრება და არ ჩაესმის მისი ხმა... მას მხოლოდ სურათებით იცნობს, იცნობს გადმოცემით და ოცნებობს მის გგაცნობას,მაგრამ მანაც იცის რომ აღარ დაბრუნდება,მიდის საფლავთან ანთებს სანთელს ტირის,ტირის რომ ვერ ნახა,არ მოეცა ამის საშუალება,არ მისცა ღმერთმა უფლება რომ ენახა , არ მისცა საშუალება რომ მისი ღიმილი ერთხელ მაინც ენახა,ვერ მოასწრო... ფიქრობს „რატომ არ დავიბადე ადრე... ღმერთო რატომ არ მომეცი საშუალება რომ მისი სახე მაინც დამმახსოვრებოდა,რომ დამესიზმროს მაინც... ვიცი ყველაფერს სწორედ აკეთებ,მაგრამ ხომ გვტკივა,ჩვენ ხომ ადამიანები ვართ,მოკვდავები...“ მაგრამ მეორე წამს უხდება გაღიმება,იმიტომ რომ სხვას ტკივილი არ აგრძნობინოს,უნდა გაიცინოს,იცინოს მაშინ როცა შეიძლება ეტირება კიდეც,მაგრამ არ ამჟღავნებს... ყალბია მისი სიცილი,მისი სიხარული...
მაგრამ არსებობენ ადამიანები რომლებსაც ასეთი არაფერი მოსვლია,და ვუსურვებ რომ არც არასდროს იგრძნონ ეს ტკივილი რადგან ეს უბრალოდ „საშინლად მტკივნეულია“,მაგრამ უნდა ვიცხოვროთო,სხვა გზა აღარ არის,უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება,როგორიც არ უნდა იყოს იგი და როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს,ღმერთი ხომ ისეთ განსაცდელს არ მოგვივლენს რომელსაც ვერ გავუძლებთ...