გიყვარდე მხოლოდ! - ჩემს თავს გაფიცებ!..
მოვნატრებივარ, აწყდება სარკმელს...
ეს ძილი მაინც სად დაიკარგა?!
არ ვიდარდებდი ასე და ამდენს!!!
დარდებს... აკრეფილს არა სურვილით
გზა ვერ ვუპოვე ჩემგან წავიდეს...
ჯერ ასე სუსტმა...მე არ ვიცი და
აბა მითხარი შენ რა დაგპირდე?
ოცნებას ფერი ხასხასით აკრავს
ნაწერს შეუკრავს შენთვის საკინძე...
ვიცოცხლებ შენთვის! - შენს თავს ვფიცავარ!
გიყვარდე მხოლოდ! - ჩემს თავს გაფიცებ!..