დროს დრო აღარ აქვს

ჩემს ფიქრებს ვუყვები,ჩემივე სევდას
ჩემივე ტკივილს,ჩემივე წუხილს
ჩემს თავის გარდა,ვერავინ ხედავს
ვერავინ ხედავს,რადგან ყველასთვის
გავხდი უცნობი,ნაცნობი ფიქრებით
და ის ოცნება,ლამაზი,ნაზი
დარჩა სიტყვებად“ერთად ვიქნებით“
რატომ? ეს კითხვა დამყვება ყველგან
სიზმარში,ფიქრში და იქ სადაც ვარ
არავარ არა,მე არც ვარსებობ
დამთავრდა ყველაფერი,სიზმარი კმარა
მარტო ვარ... მცივა,ცუდად ვარ,ვკვდები
ნუთუ რეალობაა,იქნებ მე ვცდები
იქნებ მე შევცდი,იქნებ დაგტოვე
ან ალბათ იქნებ მე მიგატოვე
არ ვიცი არა,ეს ტანჯვა კმარა
ყოველ სიტყვას თან ერთვის“არა“
რატომ?რისთვის?როგორ?მართლა?
არა,არა და ისევ არა..
ალბათ მოვკვდები,კიი მოვკვდები
მე აზრს ვერ ვხედავ ჩემს ცხოვრებში,ნუთუ ვიქნები
აზრი არა აქვს ასეთ ცხოვრებას
რომელშიც მხოლოდ,ცოცხლობს ფიქრები
ხანდახან ვფიქრობ,ალბათ სწორიც ვარ
აქ რას ვაკეთებ,არ ვიცი მაგრამ
ვიცი ის ერთი,ის ერთი სიტყვა
ცხოვრების აზრი რომ არის დაღლა
გიჟი ვარ,გიჟი ვარ აბა მა რა ვარ
მე ხომ ვერ ვამჩნევ,აქავარ? სად ვარ?
სიყვარულისთვის ალბათ გიჟი ვარ
მე სიყვარულის ალბათ გიდი ვარ
ბევრი ვიტანჯე,ბევრი ვიწამე
მაგრამ ხომ ხედავთ,ისევ ასე ვარ
ალბათ სიცოცხლე ჩემთვის მწარეა
ტკივილი,სევდა,ჩემი მხარეა
თითქმის არც ერთი,არც ერთი წამი
არ ვფიქრობ გარდა,შენზე და ჩემზე
ცარელა ფურცლებს შევყურებ მარად
და ზედ ვაწერ,ჩუმად ჩემს ცრემლებს
ვწერ,ვფიქრობ,ვაგრძელებ წერას
ვწერ იმას,რაც მიდევს გულში
ალბათ ამ ტკივილს ვერასდროს დავწერ
რომელიც უკვე ჩასახლდა სულში
ცრემლი არაფერია,გარდა წვეთისა
წვეთისა,რომელიც თვალიდან მოდის
ისევ მიყვარხარ,ისევ მენატრები
ამ ტკივლისგან ცრემლები მომდის
გული აღარ მაქვს,თითქმის მომიკვდა
აღარც ფეთქავს და აღარც განიცდის
დრო ასე სწრაფად რატომ გაიქცა
გაიქცა იგი და მე არ მიცდის
ალბათ მოვკვდები...არა! თავს მოვიკლავ
შევეწირები თუნდაც ამ გრძნობას
ოდესღაც გიყვარდი,მიყვარდი მეც და
ოდესღაც ეს გული ტკივილს არ გრძნობდა
ახლა დავრჩი...დავრჩი მე მარტო
მიზეზს ვერ ვხედავ,ვერც ვბედავ
კითხვას,კითხვას თუ რატომ
მიზეზი უცნობია,ალბათ გადამიყვარე
ჩემი გრძნობებით ისარგებლე,ახლა სხვა შეიყვარე
ხოდა მორჩა ყველაფერი,დამთავრდა თითქმის
უბრალოდ ეს გრძნობა,უბრალოდ არ ითქმის
ახლა ვწევარ,ვწერვარ ჩემთვის მშვიდად
აღარც ვდარდობ,აღარც მცივა,აღარც გული მტკივა