Bero

თუ მოსეირნე დამინახეთ უაზროდ ფიქრში,
ნუ იტყვით ჩემზე: – როგორ წააგავს გალეშილ გიჟს…
მე კოშმარები კვლავ მიხსნიან სიყვარულს ძილში
და ეს ფიქრებიც მთვარეულივით მძინარეს მჭირს.

dimitri

მე ღმერთს ვადარებ, ვინც დანგრეულ გულებს ამთელებს...
ვინც კი არ ანგრევს, სიყვარულის ტაძარს აშენებს...
მე მზეს ვადარებ, ვინც სიკეთის ნერგებს აცოცხლებს...
ვინც თბილი გულით მომაკვდავსაც კი გააცოცხლებს.
სიკეთე მითხარ, ბოროტება, არავის უნდა...
აშენებაა ძნელი თორემ, ნგრევას რა უნდა...
გამთელებაა ძნელი თორემ, მსხვრევას რა უნდა...
გაცოცხლება თქვი, თორემ სიკვდილს წამები უნდა....

dimitri

იცი რომელ დღეს მოვკვდები? ყველაზე ლამაზ დღეს, მე არაფერი არ ვიცი და მხოლოდ ვიტყვი ერთს:იმ ლამაზი დღის ნიავი სიკვდილს დაუქნევს ხელს, სიკვდილი ჩემთან მოირბენს და გულს ჩამწყვიტავს მე, ვიცი რომ ეს დღე იქნება სიცოცხლით სავსე დღე, ბევრი რაღაცით იხარებს, გული დაწყდება ბევრს, მე ხომ სიცოცხლე წამართვეს ხელი უნდობლად მკრეს, დღეიდან მე ღმერთს ვეკუთნი ჩემს თავს მივანდობ ღმერთს.

dimitri

შენ მონატრება რა არის იცი? როცა შორს არის და მასზე დარდობ, შენს საგულეში ვიცი სხვა არის, ეს ვიცი მაგრამ მაინც გნატრობ. დიდი ტკივილი რა არის იცი? როცა დღე და ღამ ფიქრებში წვალობ. გთხოვ მომისმინე ,მოეშვი სიცილს,

« 1 2 ... 26 27 28 29 30 ... 35 36 »