– გოგონა ვამპირის სულით ♥ 4 ♥
წამობრძანდით გაგაცილებთ , უთხრა ნიკამ ზრდილობიანად . მოხუცმა რა იცოდა, რომ ნიკას სიკვდილთან შესახვედრად მიჰყავდა. ნიკამ უცებ ტყისკენ გადუხვია . _ყმაწვილო სად მივდივართ. _ ნუ გეშინია ექიმო ყველაფერი მალე მორჩება. _რა მორჩება? აკანკალებული ხმით ჰკითხა. _დავიჯერო ვერ ხვდებით? იარაღი აათამაშა. ექიმი ყველაფერს მიხვდა და მის სახეზე მხოლოდ შიში აღბეჭდილიყო. დიდი ხანი იარეს, სანამ საკმარისად არ მოშორდნენ დასახლებულ ადგილს. _აი უკვე საკმარისად შორს ვართ და დრო მოვიდა, რომ..... _ ვიცი რომ აუცილებლად მომკლავ , მაგრამ მინდა , რომ უკანასკნელად ვილოცო და ამისთვის მხოლდ 5 წუთი დამჭირდება. _კარგი, მაგრამ მხოლოდ 5 წუთი. _ ექიმმა მხურვალედ დაიწყო ლოცვა . გავიდა 1 წუთი, 3 და უკვე წამებს ითვლიდა სიკვდილის ანგელოზი. და... _მორჩა. უთხრა ნიკამ. და პირდაპირ თავში დაუმიზნა . თოფის საშინელი, გამაყრუებელი , ხმა გაისმა. ხასხასა მწვანე ბალახი სისხლმა გააწითვლა და არე_მარე სისხლის სუნით გაიჟღინთა. ნიკამ პირჯვარი გადაიწერა და წამოვიდა. _ნიკა მოკალი ჰკითხა ალექსმა? _რა იყო ეჭვი გეპარება? ალექსმა ცინიკურად ჩაიღიმა . _გვამს რა უქენი ? _იქვე ხევში გადავაგდე . _ ალექსს ეხლა რას უპირებ მაგ გოგოს? _ცოტახანი კიდევ აქ უნდა ვიყოთ და შემდეგ რამეს მოვიფიქრებ. დიდხანს აქ გაჩერება არ ღირს. _რას უპირებ მაგ გოგოს , ბოლოს და ბოლოს , გამარკვიე. ხომ არ გაუშვებ? _ეგ თავში აზრად როგორ მოგივიდა? რა თქმა უნდა არა . ამ შანსს ხელიდან ,როგორ გაუშვებ , რომ მამაჩემის მკვლელზე შური არ ვიძიო. _აი ძველი ალექსიც დაბრუნდა! მეგონა იმ გოგომ შეგცვალა უცებ, მაგრამ საბედნიეროდ შევცდი. _ჰა ,ჰა ეგღა მაკლია ვიღაცამ მომათვინიეროს მაგის ნახვას ვერავინ ეღირსება . ნიკა რა თქმა უნდა დააჯერა თავის ტყუილში , მაგრამ თავის მეს რას მოატყუებდა. მას მართლა შეუყვარდა მარიშკა და ამ გრძნობის ჩაკვლას შურისძიებით ცდილობდა. _წამოდი ვნახოთ როგორარის ჩვენი მძევალი . ბიჭები მარიშკას ოთახში შევიდნენ და უკვე გაღვიძებული დაინახეს გოგონა. _კარგად ხარ? მკაცრი ტონით ჰკითხა ალექსმა. _ალექს რა დაგემართა გუშინ ხომ ყველაფერი გავარკვიეთ? _ გუშინ? გაკვირვებული სახე მიიღო. _ხო გუშინ შენ მე პატიება მთხოვე და ყველაფერიი გავარკვიეთ არ გახსოვს? საბრალიო გოგონა პასუხად თანხმობას ელოდა . მაგრამ... _გაიგონე ნიკა? არა გაიგონე? სიცილი აუტყდა ალექსს . გუშინ რამის სიცხისგან მოკვდი და როგორ უნდა გველაპარაკა და მითუმეტეს პატიება მეთხოვა მე შენთვის? _მაგას ვერასოდეს გაიგონებ ჩემგან აშკარად დაგესიზმრა და გინდოდა , რომ ეს რეალობა ყოფილიყო, მაგრამ ეს შეუძლებელია პატარავ. _მე კი არა შენ უნდა მთხოვდე პატიებას , რომ არ გაგანადგურო... უხეში ტონით უთხრა მარიშკას. _იცი რაა ალექსს ,როცა მიხვდები , რომ მე არაფერ შუაში ვარ შენი მშობლების სიკვდილთან , უკვე ძალიან გვიან იქნება და მე მთელი გულით შეგიძულებ და ვერასოდეს ეღირსები ჩემგან პატიებას. _ ალექსს ძალიან ატკინა მისმა სიტყვებმა გული, მაგრამ ... რა თქმა უნდა შეიმჩნია. მას არ შეეძლო სხვანაირად მოქცეულიყო და მარიშკა გაეთავისუფლებინა , მას სიამაყე არ აძლევდა ამის უფლებას . _შენი პატიება არაფერში მჭირდება . შეუბღვირა მან. _მაგასაც ვნახავთ ნიშნის მოგებით უთხრა გოგონამ. ალექსს ნევები მოეშალა და ოთახიდან გიჟივით გავარდა. ნიკა კი უკვე ყველაფერს ხვდებოდა, რომ აქექსს მარიშკა სიგიჟემდე შეუყვარდა და ტყუილად იტანჯავდა თავს და მასაც სტანჯავდა, მაგრამ ნიკას მისი მაინც ესმოდა . _ბიჭო შენ ისე ხარ შურისძიებით შეპყრობილი , რომ თავს იღუპავ და ყველაზე უარესი ის არის , რომ ამით საშინლად იტანჯები და არ გინდა ამას ბოლო მოუღო . _ნიკა უკვე ძაან დამღალე , შემეშვი ! _კარგი მაგრამ მერე იცოდე საშინლად ინანებ. _ მე წავალ ცოტას გავივლი და შენ უყარაულე იმას. ცოტახანში ნიკას მარიშკას ყვირილი შემოესმა. სასწრაფოდ ოთახთან მივიდა კარები გააღო და გულწასული მარიშკა იატაკზე მწოლიარე დაინახა. _რა გჭირს ? ნიკამ გონზე რომ ვერ მოიყვანა წყლის მოსატანად წავიდა და ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა კარების დაკეტვა დაავიწყდა. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მარიშკამ გაითამაშა და როგორც კი ნიკა ოთახიდან გავიდა მაშინვე იხელთა დრო და გაიქცა . ნიკა მალევე დაბრუნდა და როცა მარიკა იქ აღარ დახვდა გაგიჟდა აიღო სწრაფად იარაღი და ოთახიდან თავქუდმოგლეჯილი გავარდა. მის და ბედა შორს მარიშკას სილუეტი დაინაა და სასწრაფოდ გაეკიდა. მარიშკა შორს იყო და ვერ დაეწოდა მაგამ იარაღს მაინც ესროდა ნიკა . ერთი ,ორი, სამი და ერთი ტყვია ფეხში მოხვდა და წაიქცა. ნიკამ სწრაფად მიირბინა მარიშკასთან . _ შე სულელო მაიძულე , რომ მესროლა . ტკივისგან მარიშკას სააშინელ ტირილი და კივილი აუვარდა. და მალე გონებაც დაკარგა. ნიკამ მარიშკა ხელში აიყვანა და ისევ ქოხში დაბრუნდნენ. კარებში , პიდაპირ გაცეცხლებული ალექსი შეეჩეხა. ალექსმა სისხლში ამოსვრილი ნიკა და დაჭრილი მარიშკა , რომ დაინახა მთლად გადაირია. _მისმინე ბიჭო ყველაფერს აგიხნი მარიშკა დააწვინეს ჭრილობა გადაუხვიეს და ნიკამ ყველაფრის ახსნა დაიწყო. _შე იდიოტო , გააგიჟებული დადიოდა აქეთ_იქით. _კინაღამ მოკალი კრეტინო შენი..... აქ უკვე ვეღარ დავრჩებით , ფეხიდან ტყვია თუ მალე არ ამოვუღეთ და არ გავუკერეთ ნამდვილად ან ფეხს დაკარგავს ან სისხხლისგან დაიცლება. სასწრაფოდ მანქანით ჩემს სახლში უნდა გადავიყვანოთ და ვინმე ექიმი უნდა მოვისყიდოთ . _მოემზადე ორ წუთში გავდივართ..