Mziko

სანთელი იწვის, სანთელი დნება,
ჩემი ფიქრები უკვალოდ ქრება,
ნაღველი ისევ ჩემს გულში რჩება
და ეს ოცნებაც კვლავ ქარს მიჰყვება.

სანთელი დნება და ფიქრი რჩება,
სიქუმე დგება და ღამე კრთება,
ღამის წყვდიადში ცა იძირება
და ეს ოცნება უსიტყვოდ კვდება

მინდა ჩაგიხუტო მაგრად,
მინდა რაღაც გითხრა ყურში,
მაგრამ მე უშენოდ ვდგავარ
და შენს ნაფეხურებს ვკოცნი

ისევ მომენატრე ძლიერ,
ისევ ამედევნე ფიქრად
ჩუმად გელოდები მაგრამ,
ვაი რომ ვერ გხედავ სიზმრად

ვიცი უშენობა მომკლავს,
ვიცი დავიღვრები ცრემლად,
მე შენს ნაფეხურებს ვკოცნი
და ფიქრებს მოვყავარ შენთან

Mziko

როგორც მზე, ის ჩადის.
არა ისეთს როგორ მთვარე,
ის არ ათბობს.

არა ისეთს როგორც ქარი,
რადგან ის დაქრის.
არამედ ისეთს როგორიც ცაა,
ის უსასრულოა!!!

Mziko

სიყვარული იცი რაა?
პაწაწინა ფერია
ვისაც არ გამოუცდენია
მისთვის არაფერია .....

« 1 2 3 4 5 6 ... 35 36 »