კარგია ფრენა? დაეუფლე სივრცეს?...
კარგია ფრენა? დაეუფლე სივრცეს? ასრულდა ლამაზი სიზმარი? როდის დაეშვები მიწაზე და მიხვდები, რომ მანდ შენი ადგილი არ არის? გაახილე რა თვალები, არ დაიჯერო... ლამაზი ოცნება არ ხდება! მაგრამ შენ ამას ვერ ხვდები, ჯერ ისევ ბავშვი ხარ, სულ მთლად პატარა. უცხოა შენი ჩვილი გულისთვის დარდი, შენი მშრალი თვალებისთვის ცრემლი. შენ ხომ საერთოდ არ იცნობ ამ საშიშ და დაუნდობელ სამყაროს.